KURSA
Eau de Parfum
სუნამო
Not Chosen
Spirit of Kings-ის Kursa, ბრენდის პირველი კოლექციის, Gold Collection-ის წევრია, რომლის შემადგენელი 12 ძვირფასი სუნამოც, ანტიკური არაბული ასტრონომიული ცოდნის შთაგონებით, ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების ძველებურ (არაბულ) სახელებს ატარებს. მოცემული სუნამოების ერთობა კი, სამეფო სულის მქონე ადამიანთა ოცნებებში განფენილ წარმოსახვებში და განუხორციელებელ პოტენციალში მიმალული იდუმალი ზეციური საზღვრების სიმბოლოდ გვევლინება.
არომატის სახელწოდება არაბული სიტყვა „კურში ალ-ჯაუზადან“ მომდინარეობს, რაც „ცენტრალური ფიგურის ტახტს აღნიშნავს“: სწორედ ასე უწოდეს მუსლიმმა ასტრონომებმა საუკუნეების წინ ბეტა ერიდანის ვარსკვლავს, იგივე კურსას.
სუნამოს ოქროსფერ ფლაკონს, სხეულისა და გონების ნეგატიური ზემოქმედებისგან დამცავი შავი ტურმალინი აგვირგვინებს, რომელიც, აგრეთვე, გამჭრიახობისა და აღქმის უნარის გაძლიერებაში გვეხმარება.
…
საუკუნეების წინ, უძველეს სამეფოში, ძნელბედობის ჟამი იდგა: მონარქი, მუდმივი არეულობისა და დაპირისპირებების ჩახშობასთან ერთად, გარეშე მტერისაც იგერიებდა.
მტერს, საზღვრისპირა ქალაქები უკვე დაეკავებინა და დაუნდობელი ფლოტით, იმ პატარა ზღვისპირა ქვეყნის დედაქალაქის დასაკავებლად მიიწევდა. ამ ავი ჩანაფიქრის შესასრულებლად კი, სულ რამდენიმე დღეც საკმარისი იყო.
მეფემ სამეფოს ბრძენთა საბჭო მოიწვია და რჩევა ჰკითხა; მათ კი, ერთხმად მოუწოდეს, სამზადისი დაეწყო და ხალხი მთებში გაეხიზნა.
გამხსნელი ნოტები:
პაჩული, მუშკი, ვარდი
გულის ნოტები:
მანდარინის ფორთოხალი, ფრანგული ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი)
საბაზისო ნოტი:
აგარის ხე
Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.
პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო
მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.
პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.
პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.
Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.
დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.