KRONOS
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
არომატი Kronos ცდუნების ესენციაა, ველური სულის მქონე ძლიერი პიროვნებებისთვის.
Not Chosen
მითოლოგიის უდავოდ ყველაზე ცნობილი ტიტანი და ურანის ვაჟებს შორის უძლიერესი — კრონოსი, დროისა და მისი მიმდინარეობის მაკონტროლებელი ღვთაებაა, რომელსაც სივრცით მანიპულირების უნარი და მთელ სამყაროზე ბატონობის ძალა შესწევს.
Giardino Benessere-ს პარფიუმის ექსტრაქტი Kronos სამეფო ყვავილების აფეთქებით იშლება: ზამბახისა და ორისის ძვირფასი, გამარჯვებული ნოტები გამდიდრებულია თეთრი მიხაკის და ფორთოხლის ყვავილებით.
გამხსნელი ნოტების ფაქიზ ცდუნებას არომატის არაპროგნოზირებადი და იმპულსური გული მოჰყვება: დამასკოს ვარდი იხუტებს მდუმარე მუშკს; მათ სურნელს კი ეგზოტიკური სპეციების სუნთქვა — ცეილონის (შრი-ლანკა) დარიჩინი და ინდური შავი პილპილი გამოკვეთს.
კომპოზიციის ბაზა კამბოჯური უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) სიძლიერით ხასიათდება, რომელსაც არბილებს და აუმჯობესებს სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ვანილის წიპწების და მუშკის კომბინაცია.
არომატი Kronos ცდუნების ესენციაა, ველური სულის მქონე ძლიერი პიროვნებებისთვის.
ზედა ნოტები: ზამბახი, ზამბახი, თეთრი მიხაკი და ფორთოხლის ყვავილი
შუა ნოტები: ვარდი, დარიჩინი, შავი პილპილი და ქარვა
ძირითადი ნოტები: სანდალოზის ხე, ვანილი, მუშკი და კამბოჯური უდი
Alcohol Denat., Parfum, Citronellol, Linalool, Geraniol, Farnesol, Benzyl Benzoate, Cinnamal, Coumarin, Limonene, Eugenol, Benzyl Salicylate, Benzyl Alcohol, Citral, Isoeugeno
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.