KOLADA
Extrait de parfum
სუნამო
Not Chosen
როდესაც მადლიერებას ასხივებ, ბარაქის უსაზღვრო ოკეანე მოგიცავს.
საკულტო კოქტეილ „პინა კოლადას“ შთაგონებით შექმნილი არომატი — Kajal Kolada, ბედნიერებას, სიმშვიდეს და ეგზოტიკას მიაგებს ოდას.
„პინა კოლადა“ აყვავებული ტროპიკული სამოთხის ასოციაციებს აღძრავს: წარმოიდგინეთ, როგორ ირხევიან ნაზად ქოქოსის ხეივნებში ზურმუხტისფერი პალმები ნეტარი, რბილი ნიავის მოფერებაზე, მწველ სიცხეში, წუთიერ შვებას რომ გვრით. ზღვის მოციმციმე ცისფერ წყლებთან შერწყმული ხელუხლებელი სპილოსძვლისფერი ქვიშები უნაკლოდ ერევა ბამბის ნაყინის მაგვარ, ყოველი ჩვენგანის იმედებისა და ოცნებებივით უსასრულო პასტელურ ცას.
შეიძლება, შორეული ჰორიზონტების დაპყრობის ეიფორია გწვავდეს, მაგრამ არასოდეს უნდა დაივიწყო ყოველდღიური ყოფის თანმხლები უხვი წყალობა! როდესაც, ამ დროს, ჭეშმარიტ აწმყოზე ფოკუსირებას ვირჩევთ, თვალწინ უთვალავი საგანძური გადაგვეშლება, ყოველდღიურ ცხოვრებას რომ ამდიდრებს და აქამდე უმნიშვნელოდ მიჩნეული ნიუანსების დაფასების ნებას გვაძლევს.
მადლიერების გამომუშავებაზე ვარჯიში ყველაზე ფასდაუდებელი საჩუქარია, რითაც საკუთარი თავის დაჯილდოება შეგვიძლია; რადგან, ეს პროცესი, შინაგანი კომფორტისა და კმაყოფილების მშვიდი სილამაზისკენ — შეუდარებელი ბედნიერების სამეფოსკენ გვიკვალავს გზას.
Kajal Kolada-ს სურნელი, იტალიური ბერგამოტის სასიამოვნოდ კაშკაშა აფეთქებით იშლება, რომელსაც ხილის ნოტები, მათ შორის, კეთილდღეობისა და მეგობრობის არქეტიპი — ანანასი ერწყმის. კომპოზიციის გული, იღბლის, ბედნიერებისა და სიყვარულის სიმბოლოდ მიჩნეული ხეობის შროშანის ნაზ სიგრილესთან უზადოდ შერწყმული იის ფაქიზ სიტკბოს ამჟღავნებს.
არომატის განვითარებისას, ფაქიზ, ეგზოტიკურ და კრემოვან ქოქოსის რძესთან კომბინირებული ამბრის და სიამის ბენზოინის (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) მუშკისებრი სითბოს ამაღელვებელი ნაზავი გვეგებება.
ქოქოსი, თავის მხრივ, სხეულის, გონებისა და სულის ერთობას განასახიერებს, რაც, უდავოდ ჰარმონიაში უნდა იყოს პიროვნების სულიერ ზრდასთან…
Kajal Kolada — ესაა სუნამოსა და სამოთხის შეხვედრის თხევადი განსხეულება!
გამხსნელი ნოტები: ხილის ნოტები, იტალიური ბერგამოტი, ანანასი
გულის ნოტები: ია, ხეობის შროშანი
საბაზისო ნოტები: ამბრი, ქოქოსი, ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით)
Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.