KASHMERE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს Kashmere, უხილავი ფარის მსგავსი, ყოვლისმომცველი, დამამშვიდებელი არომატია, რომელსაც ძალუძს, მისი მომხმარებლის ძლიერი, უკომპრომისო ხასიათის შესახებ გვიამბოს და ცხოვრების გზაზე შემოყრილი „გველეშაპების“ დასამარცხებლად, ძალა და დადებით ენერგია მოგვანი
Not Chosen
V Canto-ს არომატი Kashmere („ქაშმირი“) ორი შეყვარებულის ფაქიზი ჩახუტებაა, ზამთრის ცივ ღამეებში, გულს თბილი პალტოს მსგავსად რომ ათბობს. ეს სუნამო გარშემომყოფებს მეტყველი სტრუქტურით ატყვევებს და ყველას, ვინც მას ატარებს, მძაფრ, ღრმა, დაუვიწყარ კვალს ანიჭებს.
Kashmere ცდუნებისა და სურვილის შესახებ გვიამბობს: მისი მგრძნობიარე და პროვოკაციული სურნელი, წმინდა ტაძრების მონაზვნების ანტიკური ნელსაცხებლებივით ძვირფასია. ამავდროულად, არომატის ქარვისებრი ექსტრაქტი, უმანკო და ავხორცი სიყვარულის კომბინაციას გვთავაზობს, რომელთაც კიდევ უფრო ათბობს ილანგ ილანგის ყვავილების თბილი და გემრიელი ნოტები.
ილანგ ილანგის სურნელს, სასწაულებრივი სამკურნალო თვისებების გამო „იეზუიტის ბალზამით ცნობილი“ კოპაიბას ბალზამის ჰოლისტიკური სფერო ამაღლებს.
V Canto-ს Kashmere, უხილავი ფარის მსგავსი, ყოვლისმომცველი, დამამშვიდებელი არომატია, რომელსაც ძალუძს, მისი მომხმარებლის ძლიერი, უკომპრომისო ხასიათის შესახებ გვიამბოს და ცხოვრების გზაზე შემოყრილი „გველეშაპების“ დასამარცხებლად, ძალა და დადებით ენერგია მოგვანიჭოს.
ზედა ნოტები: ქარვა, კოპაიბას ბალზამი, ქაშმირი
შუა ნოტები: ვანილი, გერანიუმი, ილანგ-ილანგი, სანდალოზის ხე
ძირითადი ნოტები: ლაბდანუმი, ვეტივერი, პაჩული, მუშკი
Alcohol Denat., Parfum, Citronellol, Geraniol, Coumarin, Cinnamal, Linalool, Benzyl Benzoate, Citral, Eugenol
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია