KASHMERAN
Extrait de Parfum
სუნამო
REGALIEN-ის სურნელოვან კომპოზიციაში — KASHMERAN ლაოსის უდი ქედს უხრის ბულგარული ვარდის ესენციასა და თურქული ვარდის აბსოლუტს, რათა განვითარების შემდეგ ეტაპზე, ვანილისებრი ქარვის მდიდრულ აკორდს შეერწყას.
Not Chosen
KASHMERAN უდის ხის (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. უდის ეს უიშვიათესი, მდიდრული სახეობა სიმბოლოა სურვილისა, ცხოვრებას ციმციმა, აღმოსავლური სტილის სურნელი შემატოს.
გაეხვიეთ ამ ხისებრი, ორიენტალის ტიპის სუნამოს საბურველში, რათა შეაჩეროთ დრო და იის დახვეწილ აკორდთან ერთად, ცნებების — „აქ, ახლა“ კონცეფციათა სიღრმეში გადაეშვათ…
გამხსნელი ნოტები: ჟოლო, წითელი კენკრა
გულის ნოტები: ვარდი, ია, ზამბახი, ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი)
საბაზისო ნოტები: ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით), პაჩული, აგარის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ქარვა, ბამბის ნაყინი, მუშკი.
Alcohol, Parfum, Aqua, Alpha-Isomethyl Ionone, Linalool, Citronellol, Benzyl Benzoate, Cinnamyl Alcohol, Citral, Coumarin, Eugenol, Geraniol, Butylphenyl Methylpropional, D-Limonene
არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.
REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…
REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…
REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.