KALAN
Eau de Parfum
სუნამო
Parfums de Marly-ს არისტოკრატული არომატი მწველი ენერგიით — Kalan, პილპილის და სპეციების პიკანტურ ნოტებს შეიცავს.
Not Chosen
სურნელოვანი ხელწერით გვაოცებს Parfums de Marly-ს მძაფრი და ამავდროულად დახვეწილი არომატი Kalan.
გამხსნელი ნოტები — შავი პილპილის და სპეციების ნაზავი გამაგრილებელ წითელ ფორთოხალთან ცქრიალა შეგრძნებას გვანიჭებს; ფორთოხლის ყვავილის და ლავანდას გულის ნოტები კი სუნამოს სახასიათო სურნელის გამყარებას უწყობს ხელს. სენსორული კომპოზიციის განვითარებისას, თეთრი სანდალის ხის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ფრაგმენტები ფარდას ხდიან ხავსის და ძვირფასი ხეების სურნელს.
საბოლოო ჯამში, Kalan-ის არომატული ნარატივი წმინდა, მაცდური გამხსნელი ნოტების და მყისიერად შესამჩნევი ბაზის სინთეზს წარმოადგენს. მისი უნიკალური შემადგენლობისა და აკორდების ჰარმონიით დაწერილი სურნელოვანი მუსიკა მართლაც განმასხვავებელ პარფიუმერულ ხელწერას გვთავაზობს.
საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: შემოდგომა და ზამთარი, იდეალური სურნელი დღესასწაულების სეზონისთვის
გამხსნელი ნოტები: წითელი ფორთოხალი, შავი პილპილი, სპეციები
გულის ნოტები: ლავანდა, მზის ნოტები (ნოტები გამაგრილებელი, ყვავილოვანი სურნელით; ილანგ ილანგის ნათელი აკორდით და ვანილისა და ქოქოსის თბილი, ნოსტალგიური აკორდებით), ფორთოხლის ყვავილის აბსოლუტი (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით)
საბაზისო ნოტები: ძვირფასი ხეები, მუხის ხავსი, სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით)
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Coumarin, Limonene, Linalool, Geraniol
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.