მთავარიშოპისუნამო

KAJAL IV

KAJAL IV
KAJAL IV

Eau de Parfum

სუნამო

აფრიკული სავანით შთაგონებული მომთაბარეთა ეგზოტიკის ზეიმი, დავანას, ჟასმინის, ტყავის და ხილის ნოტებით.

მოცულობა:

Not Chosen

644.00 ₾
აღწერა

საჰარას ბრიზის თბილი ჩახუტება,

თავგადასავლის მათრობელა ხიბლი.

ქვიშის უსასრულო მარცვლები უზარმაზარ და დაუოკებელ, ოქროს ტალღოვან პანორამას ქმნიან, ჰარმონიულად რომ ერწყმის მოელვარე ცის შთამბეჭდავ ჰორიზონტს. ზღვით დაკოცნილი კანის გარდამავალი ფერი ციური ვარსკვლავების აკიაფებაზე მიუთითებს. ტენიანი, არომატული ბრიზის ნაზი ალერსი თავგადასავლის აღტკინებას ჰგავს.

ჩვენი ნაფეხურები მომენტალურად გვახსენებს აწმყოს, ჩვენ მიერ შექმნილი მოგონებები კი სამუდამოდ რჩება.

ციფრი ოთხი სპირიტუალურ სწავლებებში სიმშვიდეს და ბალანსს, აწმყო მომენტთან კავშირით მიღწეულ სულიერ ჰარმონიას და სტაბილურობას აღნიშნავს და სამყაროს მთლიანობის, ბუნების ოთხი ელემენტის, ოთხი სეზონის, ყოველი ჩვენგანის შემაერთებელი ოთხი კარდინალური წერტილის სიმბოლოა.

KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატი Kajal IV სექსუალური აურის საბურველში გვახვევს და

მნიშვნელოვნად, მტკიცედ, ძლიერად, თავდაჯერებულად გვაგრძნობინებს თავს. მისი სურნელი აფრიკული სავანის გამოძახილის — მომთაბარეთა ეგზოტიკის ზეიმია.

არომატის გულთბილი გამხსნელი ნოტები კასისის, რომის და ილის ცხოველმყოფელი ნაზავით გაჯერებულ დავანას მზერის იდუმალ სითბოს ავლენენ.

გულის ნოტებში, ჟასმინის და პალმის ყვავილების ეგზოტიკური სიტკბო დახვეწილად ერწყმის ტყავის მშვიდი აკორდის მდიდრულ სურნელს.

საბაზისო ნოტები ველურ, ბუნებრივ სამოთხეში გვამოგზაურებენ, სადაც პალმის აყვავებული ხეები მადისაღმძვრელ ფინიკებს ისხამენ და მუშკის, ხის და ვანილის აკორდების მაცდურად ქარიზმატული კომბინაციით, სუნამოს ხილის გამაგრილებელ სურნელს მატებენ.

ზედა ნოტები: დავანა, კარდამონი, კასისი, რომი

გულის ნოტები: ჟასმინი, ტყავი, პალმის ყვავილი

ძირითადი ნოტები: ხოლასის ფინიკი, მუშკი, ხის ნოტები, ვანილი

ALCOHOL DENAT.

PARFUM

WATER

ALPHA-ISOMETHYL IONONE

LIMONENE

LINALOOL

CITRAL

BENZYL ALCOHOL

BENZYL BENZOATE

CINNAMAL

FARNESOL

BENZYL CINNAMATE

GERANIOL

Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.