მთავარიშოპისუნამო

KAJAL III

KAJAL III
KAJAL III

Eau de Parfum

სუნამო

არომატი, რომელიც ციტრუსოვანი, ლავანდის, ჯანჯაფილის და მიწისებრი ნოტებით შეუპოვრობას და სიმტკიცეს მიაგებს პატივს.

მოცულობა:

Not Chosen

644.00 ₾
აღწერა

დიდი უბედურების ჟამს,

გამბედაობა მრავალმხრივ ვლინდება.

ამტანობა, სიმტკიცე, ერთობა და იმედი

ამაღლებული აღტაცებისკენ გაგვიკვალავს გზას.

Memento Vivere (ლათ.) — გახსოვდეს, იცოცხლო.

ცხოვრებაში, დროდადრო, მოულოდნელი განსაცდელი გვხვდება — ფიზიკური, სულიერი ან შინაგანი ბრძოლა.

ადამიანი არა შემხვედრი გარემოებებით, არამედ — მათთან გამკლავების გზებით ფასდება.

სიმამაცე გმირობის წარმოსაჩენად ყოველთვის სრულყოფილი იარაღი არაა.

ხანდახან, გამბედაობის ყველაზე დასაფასებელი ფორმა ოპტიმიზმის შენარჩუნება, მიზანსწრაფვა და სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილია. Memento Vivere (ლათ.) — გახსოვდეს, იცოცხლო.

ციფრი სამი მთლიანობის ძლიერი მეტაფორაა, ეზოთერული წრის, სამყაროს ერთარსის ალეგორია. წარსული, აწმყო და მომავალი. KAJAL PERFUMES PARIS-ის სათუთად შექმნილი არომატი Kajal III სულიერ ვიბრაციას მოიცავს და მიზანსწრაფვისა და სიმტკიცის ყველა ფორმას მიაგებს პატივს.

გამხსნელ ნოტებში შუშხუნა გამაგრილებელი სასმელის — 7UP-ის ციტრუსოვანი აფეთქება იკვეთება და დელიკატურად ერწყმის ნათელ, ცოცხალ გრეიფრუტს — სისუფთავის, სიწმინდის სიმბოლოს.

გულის ნოტები ხრაშუნა, მწარე ჯანჯაფილთან უნაკლოდ შეზავებული როზმარინის, ნეროლის და ლავანდის დამამშვიდებელი მიქსტურით ვლინდება. ჯანჯაფილს მსოფლიოს მრავალ კულტურაში სიძლიერის სიმბოლოდ მიიჩნევენ და სიყვარულის და ბედნიერების მომნიჭებელ უნარებს მიაწერენ.

საბაზისო ნოტების მოახლოებასთან ერთად, მდიდრულ, მიწისებრი სურნელის კომპოზიციას აღმოაჩენთ — ქარვის სიტკბოსთან შერწყმულ ამბროქსანის, პაჩულის და მუშკის ნაზავს. სიმამაცის, ამტანობის და სიბრძნის დატვირთვა აქვს ქარვას — საუკუნეების განმავლობაში, გამძლეობის შედეგად წარმოქმნილ მინერალს.

ზედა ნოტები: გრეიფრუტის ესენცია, ლიმონის ცედრა, გაზიანი ლიმონის სოდა

შუა ნოტები: კოჭა, როზმარინი, ნეროლი, ლავანდა

ძირითადი ნოტები: ამბროქსანი, პაჩული, მუშკი, ქარვა

ALCOHOL DENAT.

PARFUM

WATER

LIMONENE

LINALOOL

COUMARINE

CITRAL

GERANIOL

CITRONELLOL

FARNESOL

Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.