მთავარიშოპისუნამო

KAJAL HOMME II

KAJAL HOMME II
KAJAL HOMME II

Eau de Parfum

სუნამო

KAJAL PERFUMES PARIS-ის რაფინირებული არომატი Kajal Homme II მომხიბლავობას, ქარიზმას და ინდივიდუალიზმს აგვირგვინებს და პიროვნების ელეგანტურ, უნიკალურ ხასიათს უსვამს ხაზს.

მოცულობა:

Not Chosen

588.00 ₾
აღწერა

ელეგანტურობა და დახვეწილობა კოლექტიური პიროვნული ატრიბუტებია, რომლებიც ჩვენს მანერებსა და გადაწყვეტილებებში ვლინდება. სწორედ ამ მახასიათებლებს აგვირგვინებს Kajal Homme II — რაფინირებული არომატი მიმზიდველობის, ქარიზმის და ინდივიდუალიზმის კვალდაკვალ.

გამხსნელი ნოტები:

არომატი უნაკლოდ შეზავებული გამაგრილებელი ნოტებით იხსნება — ლავანდის, წითელი სალბის და როზმარინის მწვანე და მცენარეული სურნელების კომბინაციით.

გულის ნოტები:

მიხაკის და დარიჩინის დახვეწილი მუხტი სუნამოს პიკანტურ სუნთქვას ანიჭებს.

ატმის უნიკალური სურნელითაა დაბალანსებული სპეციების მწარე ნოტები: ხილის რაფინირებული ნახევარტონების და პიკანტური აკორდების შერწყმა სურნელოვან კომპოზიციას ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის.

ვირჯინიის კედარის ხე Kajal Homme II-ის კულმინაციური ინგრედიენტია — სწორედ მისი დამსახურებით ავლენს სუნამო საოცრად მდიდრულ, ელეგანტურ ხასიათს.

საბაზისო ნოტები:

მუშკი, ხის ნოტები და ხავსის და ზაფრანის ნაზავი, თბილ, მოტკბო აკორდებთანაა შეხამებული. არომატის სროლყოფილ, მდგრად ბუნებას პაჩულის სურნელი აგვირგვინებს.


ზედა ნოტები: მწვანე ნოტები, ქარვა, ბერგამოტი, ლიმონი, მანდარინი და ფორთოხლის ყვავილი 

შუა ნოტები: ატამი, დარიჩინი, კედარი, მიხაკი, ლავანდა, როზმარინი, სალბი 

ბაზისური ნოტები: მუშკი, ხის ნოტები, პაჩული, ტკბილი ნოტები, სანდალოზის ხე, მუხის ხავსი

ALCOHOL DENAT.

PARFUM

WATER

LIMONENE

ALPHA-ISOMETHYL IONONE

CITRONELLOL

LINALOOL

COUMARIN

GERANIOL

EUGENOL

CINNAMAL

FARNESOL

CITRAL

Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.