KAJAL
Eau de Parfum
სუნამო
KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატის — Kajal-ის შთაგონება არაბული სიტყვა — „ხაჯალია“, რაც განსაკუთრებული სილამაზით აღიარებული ქალის თავმდაბალ მოკრძალებას განასახიერებს.
Not Chosen
KAJAL PERFUMES PARIS-ის მოკრძალებული მიმზიდველობისა და მაცდური ჩურჩულის ვუალით შემოსილი არომატი Kajal არაბული ტერმინით — „ხაჯალითაა“ შთაგონებული, რაც აღმოსავლურ კულტურებში განსაკუთრებულად დაფასებულ, ღრმად პატივცემულ ღირსებებს — მოკრძალებასა და თვითშეგნებას აღნიშნავს.
როდესაც სხვებს თანასწორი მოწიწებით ვეგებებით, მიუხედავად მათ პერსონალური ცხოვრებისეული გზისა, ამ დროს, საკუთარ სულიერ მთლიანობას, თანდაყოლილ ღირსებას წარმოვაჩენთ.
ხშირად, ჩვენი ჭეშმარიტი სულის არსი თვალების მაგნიტური მიმზიდველობით ცხადდება. დამატყვევებლად ლამაზია თვალები, რომლებიც სიკეთეს, გულწრფელობას და თანაგრძნობას ასხივებენ და ადამიანის სათნო, სუფთა გულის მანათობელ სიწმინდეს უსვამენ ხაზს.
Kajal-ის გამხსნელი ნოტები სულიერი ცნობიერების ამაღლების უნარით განთქმული სურნელების ნაზავია — ამალფის ლიმონის, მანდარინის და ბერგამოტის გამაგრილებელი ვიბრაცია.
სუნამოს გულის ნოტები თურქული ვარდის დახვეწილი დებიუტით იშლება და თანდათანობით, მდიდრული, ხავერდოვანი გაფურჩქნით გვიხუტებს. ვარდის სურნელს ზამბახის მდიდრული სიფაქიზე აგვირგვინებს.
მუშკის, ქარვის, მადაგასკარის ვანილის და ტონკას მარცვლების თბილი, მათრობელა საბაზისო ნოტები ემოციურ გულში ჩაკვრას ჰგავს. მათში შეუმჩნევლად გამოკრთება მაისორის სანდალის ხის სურნელიც, რომელსაც განსაკუთრებულად თაყვანს სცემენ სიმშვიდის მომნიჭებელი თვისების გამო.
ზედა ნოტები: ამალფის ლიმონი, კალაბრიული ბერგამოტი, მანდარინი
შუა ნოტები: თურქული ვარდი, იისი
საბაზისო ნოტები: მუშკი, ქარვა, მადაგასკარის ვანილი, ტონკას მარცვლები, მაისურის სანდალოზის ხე
ALCOHOL DENAT, PARFUM, WATER, LIMONENE, ALPHA-ISOMETHYL IONONE, BENZYL SALICYLATE, BENZYL BENZOATE, HYDROXYCITRONELLAL, FARNESOL, CITRONELLOL, LINALOOL, GERANIOL, COUMARIN, CITRAL, HEXYL CINNAMAL, CL 60730 (EXT. VIOLET 2)
Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.