მთავარიშოპიBlooming Fragrances
JOORIE
Eau de Parfum
Blooming Fragrances
KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატი Joorie სიყვარულს და წითელი ვარდის არსს განასახიერებს — სრულყოფილებას, ძალას და ულევ გრძნობას.
Not Chosen
Joorie — სიყვარულია.
წითელი ვარდი სრულყოფილების, ძალის სიმბოლოა.
წითელი ვარდი დიდებულებას, ჭეშმარიტებას ასახავს.
წითელი ვარდი სიყვარულის არსია.
წითელი ვარდი Joorie-ა;
გრძნობა, რომლის დამსახურებით, არასოდეს უწყენინებიათ, დაუზიანებიათ ან მიუტოვებიათ.
Joorie წითელი ვარდია სიყვარულის ყველა ატრიბუტით — მზრუნველი და თავდაჯერებული.
Joorie წითელი ვარდია, რომელიც ეხმარება და აიმედებს.
Joorie ჩვენი წითელი ვარდია ყველა ბრწყინვალე ასპექტით – ლამაზი და მშვენიერი.
„არომატ Joorie-ს შექმნისას, ბავშვობის წლები მედგა თვალწინ, საზაფხულო სახლი, სადაც ოჯახთან ერთად არდადეგებს ვატარებდი ხოლმე. პაწაწინა ნაგებობას ირგვლივ ორი აკრი მიწა ერტყა, ფიჭვის ხეები კი მესერის ფუნქციას ასრულებდნენ. ბაღში კენკრა, ლეღვი, იასამნები, პეტუნიები, გვირილები, ლავანდა და სხვა უამრავი მცენარე ხარობდა, მათ შორის, ღვთაებრივი სილამაზით გამორჩეული წითელი ვარდი. მის ბუჩქს ყოველდღიურად ვაკითხავდი, არა მხოლოდ ელეგანტურად გაფურჩქნილი ხავერდოვანი, წითელი ფურცლების საცქერად, არამედ — მისი ყვავილების ღვთაებრივი სურნელის შესაგრძნებად“, — მოი ხალაფი, KAJAL PERFUMES PARIS-ის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
მოი ხალაფის ბავშვობის ლამაზი მოგონებების შთაგონებით და Drom-ის პარფიუმერ ალექს მირალთან თანამშრომლობით შეიქმნა KAJAL PERFUMES PARIS-ის ხელოვნების არომატული ნიმუში — Joorie.
არომატი მუსკატის კაკლის და დარიჩინის გულთბილი ნოტებით იშლება. ლიმონი და ბერგამოტი სუნამოს სასიამოვნო პიკანტურობას მატებს, იკვეთება ჯანჯაფილის და წიწაკის კვალიც.
გულის ნოტები ვარდითაა გაჯერებული, ხილის, ბანანის მსგავსი ილანგ ილანგის და ფორთოხლის ყვავილის აკორდებთან ერთად.
მადის აღმძვრელი მდგრადი საბაზისო ნოტები მუშკით, ტონკას მარცვლებით და სანდალის და კედარის ხეების აკორდებით შენიღბული თაფლის დახვეწილი სურნელია.
ზედა ნოტები: მუსკატის კაკალი, მიხაკი, კოჭა, ბერგამოტი, ლიმონი, წიწაკა
შუა ნოტები: ვარდი, ილანგ-ილანგი, ფორთოხლის ყვავილი
ძირითადი ნოტები: ტონკას მარცვლები, უდის აკორდი, მუშკი, სანდალოზის ხე, თაფლი, კედარი, პაჩული, ვანილი
ALCOHOL DENAT.
PARFUM
WATER
BENZYL SALICYLATE
LIMONENE
COUMARIN
LINALOOL
HYDROXYCITRONELLAL
CITRAL
CITRONELLOL
EUGENOL
BENZYL BENZOATE
BENZYL CINNAMATE
GERANIOL
FARNESOL
ISOEUGENOL
BENZYL ALCOHOL
Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.