მთავარიშოპიდეკორატიული კოსმეტიკა

Joli Rouge Satin

Joli Rouge Satin

კრემოვანი ტუჩსაცხი ატლასისებრი დაფარვით, ფერების ინტენსიურ სელექციას და ექსტრემალურად კომფორტულ, ეკო-მეგობრულ, მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვას გვთავაზობს. for Combination, Dry, Normal, Oily

ფერი:

Not Chosen

104.00 ₾
აღწერა

CLARINS-ის ახალი თაობის, მრავალჯერადი გამოყენების ტუჩსაცხი Joli Rouge Satin ფერების ინტენსიურ სელექციას, ექსტრემალურ კომფორტს და სრულყოფილ, მდგრად დაფარვას გვთავაზობს: პრიალა, ატლასისებრ იერსახეს დიდი ხნის განმავლობაში, უნაკლოდ ინარჩუნებს.

მსუბუქი, კრემოვანი და მდნარი სტრუქტურის დამსახურებით, ტუჩსაცხი კანზე თითქმის არ შეიგრძნობა და ამავდროულად, მაქსიმალურ ვიზუალურ ეფექტს გვთავაზობს.

პროდუქტი გამდიდრებულია ღრმად მკვებავი ფორმულით — „ორგანული კამელიის ზეთს + ორგანული შიის კარაქის ექსტრაქტი“, რაც 8 საათის განმავლობაში უწვეტ ჰიდრატაციას* და 10-საათიან კომფორტის შეგრძნებას განაპირობებს**.
კომპლექსის შემადგენელი კიდევ ერთი ფორმულა — „მბრწყინავ მარგალიტებს + ბუნებრივი მაღალი გარჩევადობის პიგმენტები“, მზესუმზირის თესლის ზეთს ერწყმის, ტუჩის ზედაპირზე მარტივად სრიალებს და ინტენსიურ დაფარვას განაპირობებს.

კანდელილას დამამშვიდებელი ცვილი (კანდელილა, იგივე ეუფორბია: მექსიკის ჩრდილოეთით და ამერიკის სამხრეთ-დასავლეთით გავრცელებული ბუჩქი, რომლის ფორთლებისგანაც ცვილს იღებენ) ტუჩის დამცავ ბარიერს წარმოქმნის, კანს ნაზ, ერთგვაროვან იერსახეს უნარჩუნებს და მთელი დღის განმავლობაში, გაუწყლოვანებისგან იცავს.

Joli Rouge Satin-ის ეკო-მეგობრული, მრავალჯერადი გამოყენების მილისებრი ოქროსფერი შეფუთვა გარემოსთვის ნაკლებ ნარჩენს წარმოქმნის. უბრალოდ, მოათავსეთ მასში Joli Rouge-ის ნებისიერი ფერის ვაზნა და დაახურეთ ტუჩსაცხის ორიგინალი თავსახური. ეს ადვილი, ინტუიციური და ეკონომიურია.

*ჰიდრატაციის კინეტიკა: შემოწმებულია 30 ქალზე
**მომხმარებელთა ტესტი: შემოწმებულია 107 ქალზე, 1 თვის განმავლობაში

Intense color Hydrates, nourishes, comforts Lightweight, full coverage, satin finish Eco-friendly refillable lipstick tube

POLYGLYCERYL-2 TRIISOSTEARATE. DICAPRYLYL ETHER. OCTYLDODECANOL. POLYGLYCERYL-2 ISOSTEARATE/DIMER DILINOLEATE COPOLYMER. CANDELILLA CERA/EUPHORBIA CERIFERA (CANDELILLA) WAX/CIRE DE CANDELILLA. HELIANTHUS ANNUUS (SUNFLOWER) SEED WAX. CI 77891/TITANIUM DIOXIDE. SILICA. BIS-DIGLYCERYL POLYACYLADIPATE-2. CI 77492/IRON OXIDES. BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER. CAMELLIA OLEIFERA SEED OIL. CI 15850/RED 7 LAKE. DISTEARDIMONIUM HECTORITE. DICALCIUM PHOSPHATE. BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER UNSAPONIFIABLES. AROMA/FLAVOR. CI 77491/IRON OXIDES. PARFUM/FRAGRANCE. CI 77499/IRON OXIDES. PENTAERYTHRITYL TETRA-DI-T-BUTYL HYDROXYHYDROCINNAMATE. POLYHYDROXYSTEARIC ACID. TOCOPHEROL. ASCORBYL PALMITATE. [STM4112A/705]

გამოყენების წესი

გამოიყენეთ ტუჩსაცხის შევიწროებული წვერი ტუჩის კონტურის და კიდეების შემოსახაზად. შეავსეთ ტუჩის შიდა მხარეები საცხის ბრტყელი ფუძით: დაიწყეთ მოძრაობა ზედა ტუჩის ცენტრალური მიდამოდან გარე კონტურების მიმართულებით. გაიმეორეთ მოქმედება ქვედა ტუჩზეც.

ჩაანაცვლეთ გამოყენებული ტუჩსაცხი Joli Rouge Satin-ის ახალი ვაზნით. CLARINS, პრიალა დაფარვით, 15 სხვადასხვა შეფერილობის ტუჩსაცხს გთავაზობთ.

ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.

70+  წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება

ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად  მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია  კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.

*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში)  პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.