JIHAN
Eau de Parfum
სუნამო
KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატი Jihan მხიარულების, სიამაყის, ღირსების და წარმატების სიმბოლოა, მისი სახელწოდება კი კროკუსის მრავალფეროვან ყვავილს ეძღვნება.
Not Chosen
„ჯიჰანი“ მსხვერპლშეწირვაა.
Jihan არაბულად კროკუსის ლამაზ ყვავილს ეწოდება და მხიარულების, კმაყოფილების, ახალგაზრდობის და სიამოვნების მეტაფორას წარმოადგენს. კროკუსის გაფურჩქვნა გაზაფხულის დადგომას გვაუწყებს. ყვავილი სხვადასხვა ფერში გვხვდება: თეთრი, იასამნისფერი ან ყვითელია. იასამნისფერი კროკუსი, იგივე „ჯიჰანი“ სიამაყის, ღირსების და წარმატების სიმბოლოა.
თუმცა, კროკუსის ყვავილი, საუკუნეების განმავლობაში, მსხვერპლშეწირვის ასპექტით ატყვევებდა და შთააგონებდა — ღირებულების სანაცვლოდ რაიმე ლამაზის, ძვირფასის დათმობის იდეით. მსხვერპლის ალეგორიაა ზაფრანაც: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და გავრცელებულ სპეციის დასამზადებლად, კროკუსის გახმობაა საჭირო.
მოი ხალაფი, KAJAL PERFUMES PARIS-ის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი: „როდესაც ჩვენს საავტორო არომატს, Jihan-ს ვქმნიდით, Drom-ის პარფიუმერ ვალერი გარნუჩ-მენცელთან ერთად, ადრეული ბავშვობის წლები გავიხსენე — მომენტები, როდესაც დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა, მე კი მის საქმიანობას სიყვარულით ვაკვირდებოდი. მახსოვს, იქ ზაფრანის ქილებით სავსე ძველი ბუფეტი იდგა: მოხდენილ ჭურჭელში მოთავსებული მდიდრული წითელი სპეციები ბუფეტს მართლაც ჯადოსნურ სათავსოდ გარდაქმნიდა. ინტერესით ვუცქერდი ხოლმე დედას, როგორ ამატებდა არომატულ წყალს ზაფრანას და ყოველ ჯერზე, მაოცებდა აღმოჩენა, ხმელი სპეციები ჭურჭლის ფსკერზე რომ იძირებოდა, წყალი კი მოწითალო-ყვითელ შეფერილობას იღებდა.“
Jihan ყნოსვითი გრძნობის მაცდუნებელი ნოტებით — ზაფრანის და ვარდის ყვავილის უნიკალური კომბინაციით იხსნება. თუმცა, კროკუსის ყვავილის კონცეფციის მსგავსად, არომატის მდიდრული სურნელი მეტად ამაღლებული ღირებულებისთვის გაღებული მსხვერპლია.
მაცდურ აღტაცებას და სიმშვიდის ნაზ შეგრძნებებს გვანიჭებს გულის ნოტები — დარიჩინი, მაგნოლია და ვარდი. მდიდარი, ღრმა, დაუზოგავი არომატის ყოველი სურნელოვანი აკორდი სუნამოს გულუხვ ბუნებას ასხივებს.
სურნელოვანი კომპოზიციის დასკვნითი ნოტებია მოხდენილი ვანილი, უდი, მუშკი და სანდალის ხე, პაჩულის ნაზ გაელვებასთან ერთად.
ზედა ნოტები: ზაფრანა, ვაშლის ყვავილი
შუა ნოტები: მიხაკი, მაგნოლია, ვარდი
ძირითადი ნოტები: პაჩული, სანდალოზის ხე, მუშკი, ვანილი, უდის აკორდი
ALCOHOL DENAT.
PARFUM
WATER
CITRONELLOL
EUGENOL
ALPHA-ISOMETHYL IONONE
GERANIOL
LINALOOL
LIMONENE
FARNESOL
CITRAL
Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.