მთავარიშოპისუნამო

JADE

JADE
JADE 100 ML + 15ML

Eau de Parfum

სუნამო

Jade-ს სურნელოვანი ხასიათი, ჟადეიტივით, ტკბილი და სულიერი მახასიათებლების იდეალური ბალანსით, სიკეთეს და სიწმინდეს გვიქადის.

მოცულობა:

Not Chosen

690.00 ₾
აღწერა

ჩინური ანდაზა ამბობს: „ოქრო ძვირფასია, ნეფრიტი კი — შეუფასაბელიო“.

ჩინელებს, უხსოვარი დროიდან სწამდათ, რომ თუ უნაკლო ფორმის ნეფრიტის ქვას იპოვიდნენ, სამყარო სიბრძნის და დღეგრძელობის ჯადოსნურ მადლს დააბერტყავდათ.

„გამძლე სიწმინდე“ სიტკბოსა და სითბოს უზადო ბალანსით — Signature-ის არომატი Jade, ნეფრიტის იდეალურად წმინდა ქვასავით ჯადოსნურია: ბერგამოტის, ლიმონის და მანდარინის ციტრუსოვანი, გრილი ნოტები სუნამოს მძლავრ სიტკბოს წარმოგვიდგენენ, შემდეგ კი ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ვანილის და მუშკის სითბოს უთმობენ გზას.

Jade-ს სურნელოვანი ხასიათი, ნეფრიტივით ტკბილი და სულიერი მახასიათებლების იდეალური ბალანსით, სიკეთეს და სიწმინდეს გვიქადის.

აღმოაჩინეთ აღმოსავლეთის უკვდავი სული — Sillage d’Orient-ის Signature Jade.

ფორთოხალი, ლიმონი, ქარვა, ბურბონი, ვანილი, თეთრი მუშკი

სუნამოს ძალა მისი შეუცნობელი ხასიათის არომატშია: დახვეწილ ფარჩას ხელით შეეხებით, ხმელთაშუა ზღვის ჰორიზონტს თვალს გააყოლებთ, შეიგრძნობთ, როგორ დნება პირში გემრიელი ფუა გრა, მაგრამ თავბრუდამხვევი, მათრობელა სურნელი, სრულიად მოულოდნელად დაგატყდებათ თავს!

Sillage d’Orient-ის ყოველი არომატის ჩამოსხმა მისტერიის ბოთლში მომწყვდევის რიტუალია, მათი გამოყენება კი ამ იდუმალი ძალის დაუფლების სიმბოლო!

ზოგი მიიჩნევს, რომ იდეალურად კვეთილი ძვირფასი ქვის ძალა მის დამატყვევებელ ბზინვარებაშია, ზოგს კი — მისი ბრწყინვალე ელფერი ნუსხავს.

რა გზითაც არ უნდა გესაუბრებოდეთ ქვა, ის ამას უსიტყვოდ ახერხებს: შეგრძნებებით, ვიბრაციებით, ენერგიით, თქვენს ქვეცნობიერთან იდუმალი კავშირით…

თქვენი შინაგანი ინტუიცია, ძვირფას ქვასთან, როგორც სულიერ მეგობართან, უხილავ ბმას განაპირობებს. სწორედ ამ გამოუთქმელი კავშირის აღმნიშვნელია Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature. მის ყოველ სუნამოში, შესატყვისი სახელის მქონე ქვის მსგავსად, საკუთარი სულის ნაწილს აღმოაჩენთ.

გაიცანით Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature-ის სუნამოები და მიაგენით თქვენი სრულყოფისთვის შექმნილ არომატს!