მთავარიშოპისუნამო

IT'S ME GLOWING VANILLA

IT'S ME GLOWING VANILLA

Eau de Parfum

სუნამო

It’s Me Glowing Vanilla, ყვავილებისა და ტკბილი ნიუანსების უზადო შერწყმით, მგრძნობიარე, ელეგანტურ და ამავრდოულად, სასიამოვნოდ ნაზ ყნოსვით განცდებს აღგიძრავთ.

მოცულობა:

Not Chosen

214.00 ₾
აღწერა

Aigner-ის არომატი It’s Me Glowing Vanilla, გარშემომყოფებს, ქალური ელეგანტურობისა და მაცდური სიმსუბუქის ბალანსით ხიბლავს.

მისი სურნელი, გრილი და ამავდროულად, მგრძნობიარე ბერგამოტის, მწიფე მსხლის და ხავერდოვანი ილანგ ილანგის ნაზავით იშლება; გამხსნელი ნოტების კომბინაცია ჰარმონიულად ერწყმის ხილის სიმჟავეს და ყვავილოვან სითბოს.

კომპოზიციას სიღრმეს და გამორჩეულ დახვეწილობას ანიჭებს გულის ნოტები, ეგზოტიკური მონოის (პოლინეზიური სურნელოვანი ზეთი: მიიღება ტაიტური გარდენიის, იგივე ტიარის ფურცლების მაცერაციით ქოქოსის რაფინირებულ ზეთში) და ტკბილი პრალინის (მოხალული შაქრის, თხილის და ვანილის შიგთავსი ფრანგულ კონდიტერიაში) კრემოვანი კომბინაციით; დამაგვირგვინებელი საბაზისო ნოტები კი — ვანილის ფაქიზი სითბოს, ამბროქსანის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) კვამლისებრი ხასიათის და მიწიერი პაჩულის კომბინაციით, ხანგრძლივ, ყოვლისმომცველ შთაბეჭდილებას ახდენს.

გამხსნელი ნოტები:

მსხალი, ბერგამოტი, ილანგ ილანგი

გულის ნოტები:

მონოი (პოლინეზიური სურნელოვანი ზეთი: მიიღება ტაიტური გარდენიის, იგივე ტიარის ფურცლების მაცერაციით ქოქოსის რაფინირებულ ზეთში), ჰელვეტოლიდი (Helvetolide®: მუშკის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობა — სინთეტიკური მუშკი ხილის და მსხლის ნაზი არომატითა და სისუფთავის და სითბოს შტრიხებით), პრალინი (მოხალული შაქრის, თხილის და ვანილის შიგთავსი ფრანგულ კონდიტერიაში)

საბაზისო ნოტები

ვანილი, პაჩული, ამბროქსანი (მოლეკულური ამბრი: პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)