ISOTTA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს Isotta რაფინირებული ცდუნებითა და მეფური სილამაზით შთაგონებული უნისექსური სურნელია!
Not Chosen
V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება Isotta შთაგონებულია გრადარას ციხე-სიმაგრის (შუა საუკუნეების პერიოდის ციხე-სიმაგრე მარშეს რეგიონში) მკვიდრთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „სულით“ — პრინც სიჯიზმონდოს (იგულისხმება იტალიელ არისტოკრატთა დინასტიის წევრი — სიჯიზმონდო პანდოლფო მალატესტა. მალატესტების დინასტია, XIII საუკუნიდან 1528 წლამდე, რიმინის მართავდა) ცხოვრებისეული მეგზურით — დედოფალ იზოტას პერსონაჟით.
ლამაზი, მომხიბლავი და ჭკვიანი საბედისწერო ქალი — იზოტა, არა მხოლოდ ნაზი და ქალური, არამედ — მიზანდასახული, დიპლომატიისა და ომის ხელოვნების უნიკალური უნარებით დაჯილდოებული, გამორჩეული სტრატეგიც გახლდათ: ბრძენი და მტკიცე ხასიათის დამსახურებით, თავის პრინცთან ერთად, ჯარის მეთაურობა და სამეფოს მართვა შეეძლო. იზოტას ხასიათის მსგავსად მძაფრი და გამყოლია მისი შთაგონებით შექმნილი ესენციაც.
ესენციის სურნელი ხმელთაშუა ზღვის ციტრუსების თაიგულით იშლება და V Canto-ს სამშობლოს — იტალიის ძლევამოსილების ასოციაციებს აღძრავს. აღმოცენდება სორენტოს ლიმონის და სიცილიური ბერგამოტის ნოტები, რომელთაც ევკალიპტის ბალზამისებრი სიგრილე და იაპონური მწვანე ჩაის შუშხუნა სიცოცხლისუნარიანობა აბალანსებს.
დამატყვევებელი გამხსნელი ნოტები ჰიპნოზური ყვავილების მდიდრულ, დამაჯერებელ გულში განისვენებენ: ჟასმინის აბსოლუტის (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) გამოძახილებს მაცდური ბულგარული ვარდი და აფრიკული გერანიუმი (გერანიუმი: ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) იხუტებს.
სურნელოვანი კომპოზიციის ძალა კარგად სტრუქტურირებულ, ელეგანტურ ბაზას ეყრდნობა: ტოსკანური ტყავი ოსტატურად ერწყმის ლიბანურ კედარს და მადაგასკარული ვანილის ნაყოფს. საბაზისო ნოტებს ხაზს უსვამს მუშკისა და ტონკას მარცვლების აფროდიზიაკური ენერგია.
V Canto-ს Isotta რაფინირებული ცდუნებითა და მეფური სილამაზით შთაგონებული უნისექსური სურნელია!
ზედა ნოტები: სორენტოს ლიმონი, სიცილიური გრეიფრუტი, იაპონური პიტნა და ევკალიპტი
შუა ნოტები: ბულგარული ვარდი, აფრიკული გერანიუმი და ჟასმინის აბსოლუტი
საბაზისო ნოტები: ტოსკანური ტყავი, ლიბანური კედარი, ვანილის მარცვლები, ტონკას მარცვლები და მუშკი
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Citronellol, Linalool, Geraniol, Citral, Benzyl Alcohol, Eugenol, Farnesol, Hydroxycitronellal, Cinnamyl Alcohol
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია