IRAE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს იდუმალი და მაპროვოცირებელი სუნამო — Irae, მეფური ქმნილებაა, რომელიც ადამიანთა გულებში ღრმად ჩამარხული გრძნობების შესახებ გვიამბობს და თავისი სტრუქტურით, ჩვენი სულების შეუცნობელი და შემალული სიღრმეებისკენ მიგვიძღვის.
Not Chosen
ლათინური სიტყვის — Iraen-ის სიღრმისეული მნიშვნელობა, სხვადასხვა მოვლენით გამოწვეული მრისხანებაა, მაგალითად ბობოქარი ზღვის მრისხანება ქარიშხლისას: სტიქია თავის უკიდეგანო ძალას რომ ავლენს და V Canto-ს სუნამო Irae-ს მსგავსად, ყველგან მძლავრი პოეზიის კვალს ტოვებს.
ეს სურნელოვანი ქმნილება საოცრად ღრმა სიყვარულის განცდაზე გვიამბობს, რომელიც იმდენად მძაფრია, რომ ნებისმიერ ადამიანს რეალობის აღქმას აკარგვინებს და თავდავიწყებამდე მიჰყავს.
ნაზი კოცნასავით დამაჯერებელი ქოქოსის და ტონკას მარცვლების ნოტები სპეციების ზღვაში იძირებიან — მწარე პილპილის და ტკბილი ქინძის სურნელში, რომელსაც მყისიერად მოჰყვება აბსენტის და ვარდის ხის (ვარდის ხე/პალისანდრი: პალისანდრის ხის ქერქის ორთქლზე დისტილაციით მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული მერქნისებრი, ხავერდოვანი, ეგზოტიკური, ყვავილოვანი, გრილი სურნელით და ყვავილოვანი და ხილისებრი, ფრეზიის მსგავსი ნახევარტონებით) აღტაცების ქუხილი.
V Canto-ს იდუმალი და მაპროვოცირებელი სუნამო — Irae, მეფური ქმნილებაა, რომელიც ადამიანთა გულებში ღრმად ჩამარხული გრძნობების შესახებ გვიამბობს და თავისი სტრუქტურით, ჩვენი სულების შეუცნობელი და შემალული სიღრმეებისკენ მიგვიძღვის.
ეს არომატი მათთვისაა, ვისაც არაფრის ეშინია და ამავდროულად, კარგად იცის მისი სურნელის ფასი.
ზედა ნოტები: ბერგამოტი, კაკაოს მარცვლები, ტონკას მარცვლები
შუა ნოტები: სიჩუანის წიწაკა, აბზინდა, ქინძი, რკინა, ჟანგა
საბაზისო ნოტები: პალისანდრი, მუხის ხე, ქარვის კრისტალები
Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Limonene, Linalool, Eugenol, Coumarin, Citronellol, Cinnamal, Geraniol, Benzyl Benzoate, Citral
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია