IPERIONE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Giardino Benessere-ს სუნამო Iperione მომაჯადოებელ, მაცდურ სურნელოვან ნაკვალევს ტოვებს და მბრწყინავი მოსასხამივით დაჰყვება ყველას, ვისაც ამ არომატის ტარების სურვილი აქვს
Not Chosen
მზისა და მისი სასიცოცხლო ძალის სიმბოლო — ჰიპერონი, ბერძული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ტიტანია. პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების სურნელოვანი ქმნილება Iperione კი, ჩვენს ცხოვრებას, ცის მანათობელი მზის მსგავსად ათბობს.
Giardino Benessere-ს სუნამო Iperione მომაჯადოებელ, მაცდურ სურნელოვან ნაკვალევს ტოვებს და მბრწყინავი მოსასხამივით დაჰყვება ყველას, ვისაც ამ არომატის ტარების სურვილი აქვს…
არომატი ცქრიალა გამხსნელი ნოტების თავბრუდამხვევი ექოებით იშლება: მაცდური, აფროდიზიაკური ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) მოულოდნელ რევერბერაციებს უპირისპირდება დოლომიტის ალპების ჟოლოს სიტკბო. მათ ერთობლიობას გულში იკრავს სარდინიულ დანამასტაკთან (დანამასტაკი: მარადმწვანე ხე) კომბინირებული იშვიათი ჯიშის ფლორენციული ზამბახის ფესვისგან ექსტრაქცირებული ძვირფასი ორისის (ორისი: ზამბახის აკორდი) აკორდი.
ინოვაციური გამხსნელი თაიგული ენერგიულ, არანაკლებ თანამედროვე გულში განისვენებს: ლაოსის უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ტიტანურ სიძლიერეს ამშვიდებს ტაიფის ვარდის, მაჯიორეს ტბის ოსმანტუსის და კომოს ტბის ხეობის შროშანის ბლენდი. ეს მეფური, მაგიური ყვავილები მოჯადოებული იტალიის თვალწარმტაცი ადგილებიდან, კვიპრიოლისა (კვიპრიოლი/ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) და ინდური შავი უდის ძლიერი არომატული ხასიათით ამოფენილ ამბრის და მუშკის მძლავრ, აფროდიზიაკურ ბაზაში იძირება.
ზედა ნოტები: ამბრა, იტალიური ჟოლო, ფლორენციული ზამბახი და სარდინიული ლენტისკი
შუა ნოტები: ლაოსური უდჰი, ტაიფის ვარდი, ოსმანთუსი მაჯორეს ტბიდან და ხეობის შროშანი კომოს ტბიდან
საბაზისო ნოტები: კვიპრიოლი, ამბრა, მუშკი და ინდური უდჰი
Alcohol Denat., Parfum, Citronellol, Geraniol, Hydroxycitronellal, Alpha – Isomethyl Ionone, Linalool, Limonene, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol, Citral, Farnesol, Eugenol
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.