IO NON HO MANI CHE MI ACCAREZZINO IL VOLTO
Parfum
სუნამო
FILIPPO SORCINELLI-ს არომატი IO NON HO MANI CHE MI ACCAREZZINO IL VOLTO სურნელოვანი მადლიერების გამოხატვაა
Not Chosen
FILIPPO SORCINELLI-ს არომატი IO NON HO MANI CHE MI ACCAREZZINO IL VOLTO სურნელოვანი მადლიერების გამოხატვაა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ფოტოგრაფისა და ფოტოჟურნალისტის — მარიო ჯაკომელისადმი, რომელსაც პარფიუმერი პირადად იცნობდა და თავის სულიერ მეგობრადაც მიიჩნევდა.
სუნამოს სახელწოდება ფოტოგრაფის მიერ სენიგალიაში განხორციელებული ფოტოპროექტის სახელს იმეორებს: IO NON HO MANI CHE MI ACCAREZZINO IL VOLTO, რომელიც, მარიო ჯაკომელის ინიციატივით, ანაფორების დიზაინერების სემინარზე წარადგინეს.
არომატული კომპოზიციის ჰარმონიის ევოლუცია:
მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: საკმეველი, ბენზოინი, ტონკას მარცვლები, თამბაქო, ქარვა, სანდალის ხე.
მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: კედარის ხე, გერანიუმი, სალბი, დარიჩინის ფოთლები, სტირაქსი, ილანგ-ილანგი.
შლეიფი: პეტიგრაინი (მწარე ფორთოხლის ფოთლების და ყლორტების ექსტრაქტი), ბერგამოტი, გალბანუმი, მირონი.
SUBJECT: Incense, Benzoin, Tonka Bean, Tobacco, Amber, Sandalwood
COUNTER SUBJECT: Cedarwood, Geranium, Clary sage, Cinnamon leaves, Styrax, Ylang ylang
TAIL: Petitgrain, Bergamot, Galbanum, Myrrh
იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.
13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.
2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.
პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.
დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.