Invisible Sun Care Stick Very High Protection SPF50
პორტატიული სტიკი უხილავი დაფარვით, რომელიც კანის მგრძნობიარე უბნებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მზის მავნე ზემოქმედებისგან დაიცავს.
Not Chosen
მნიშვნელობა არ აქვს, ქალაქში ხართ, სანაპიროზე თუ მთაში: Clarins-ის მზისგან დამცავი სტიკი — Invisible Sun Care Stick Very High Protection SPF50, აუცილებლად ყველგან თან უნდა იქონიოთ! კომპაქტური შეფუთვის დამსახურებით, კომფორტულია ჯიბით სატარებლად; ფუნქციური დანიშნულებით კი, საშუალებას გაძლევთ, სწრაფად და პრაქტიკულად მოიხმაროთ: კანს, მაქსიმალური სიზუსტით, უხილავად, უცხიმო სტრუქტურით ეფინება და სხეულის ფაქიზ ზონებს, სულ რაღაც, ერთი მოსმით, ეფექტურად იცავს.
გამჭვირვალე Invisible Sun Care Stick Very High Protection SPF50, შეგიძლიათ, მაკიაჟის მოშორების გარეშეც გამოიყენოთ და კანს, სიმშრალე და ხავერდოვანი სინაზე შეუნარჩუნოთ.
ტექნოლოგია [Solar Protect Complex], გრძელი და მოკლე ულტრაიისფერი სხივებისგან (UVA/UVB) ფართო სპექტრის დაცვას უზრუნველყოფს; მზის ფილტრების კომბინაციით კი, კანს, ეკრანების გამოსხივებისგანაც იცავს. ორგანული კაკაოს ექსტრაქტის და E ვიტამინის წარმოებულის მძლავრი დუეტით აღჭურვილი ფორმულა, ნაოჭსაწინააღმდეგო, პიგმენტური ლაქების გამაუფერულებელ და ანტიოქსიდანტურ მოქმედებებსაც უზრუნველყოფს.
ინოვაცია და ექსპერტიზა
ტექნოლოგია [Solar Protect Complex], კანს, ფოტოდაბერებისგან იცავს და ახალგაზრდული სილამაზის შენარჩუნებაში უწყობს ხელს.
ორგანული კაკაოს ექსტრაქტისა და E ვიტამინის წარმოებულის მძლავრი დუეტის დამსახურებით, Invisible Sun Care Stick Very High Protection SPF50, მზის სხივებისგან ფართო სპექტრის (UVA/UVB) დაცვასთან ერთად, გაორმაგებული ნაოჭსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედებებითაც ხასიათდება: ორგანული კაკაოს ექსტრაქტი, კოლაგენის სინთეზს ასტიმულირებს, ჰიალურონის მჟავა კი — ნაოჭსაწინააღმდეგო და დამატენიანებელ ეფექტს უზრუნველყოფს; E ვიტამინის წარმოებული, კანს, ოქსიდაციური სტრესისგან იცავს და შედეგად, შესამჩნევად ამცირებს დაბერების ნიშნებს.
Clarins Plus
ალოე ვერას ექსტრაქტითა და ორგანული არგანის ზეთით ფორმულირებული Clarins-ის მზისგან დამცავი საშუალებები, მიმზიდველ რუჯთან ერთად, კანის დამცავ და დამატენიანებელ მოქმედებებსაც უზრუნველყოფს.
წაისვით დამცავი მზეზე გასვლამდე ჭარბად, სახეზე და ყელზე. გაიმეორეთ მოქმედება ყოველ 2 საათში ერთხელ.
OCTYLDODECANOL. DIISOPROPYL ADIPATE. DIETHYLAMINO HYDROXYBENZOYL HEXYL BENZOATE. OCTOCRYLENE. HOMOSALATE. DIBUTYL LAUROYL GLUTAMIDE. ETHYLHEXYL SALICYLATE. DIBUTYL ADIPATE. ETHYLHEXYL TRIAZONE. POLYSILICONE-15. DIBUTYL ETHYLHEXANOYL GLUTAMIDE. BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE. BIS-ETHYLHEXYLOXYPHENOL METHOXYPHENYL TRIAZINE. POLYESTER-7. NEOPENTYL GLYCOL DIHEPTANOATE. ARGANIA SPINOSA KERNEL OIL. PARFUM/FRAGRANCE. SILICA SILYLATE. TOCOPHERYL ACETATE. THEOBROMA CACAO (COCOA) EXTRACT. TOCOPHEROL. GLYCINE SOJA (SOYBEAN) OIL. CAPSICUM ANNUUM FRUIT EXTRACT. ALOE BARBADENSIS LEAF JUICE. HELIANTHUS ANNUUS (SUNFLOWER) SEED OIL. ROSMARINUS OFFICINALIS (ROSEMARY) LEAF EXTRACT. CITRIC ACID. POTASSIUM SORBATE. SODIUM BENZOATE. [S4493A]
ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.
70+ წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება
ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.
*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში) პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.