Invasion Barbare
Eau de Parfum
სუნამო
Parfums MDCI-ს Invasion Barbare საოცრად მამაკაცური, დახვეწილი და ემოციური არომატია. „ბარბაროსთა შემოსევის“ მსგავსად, მისი სურნელიც ინტენსიური და „შეუჩერებელია“.
Not Chosen
პარფიუმერ სტეფანი ბაკუშის ქმნილება — Parfums MDCI-ს Invasion Barbare საოცრად მამაკაცური, დახვეწილი და ემოციური არომატია. „ბარბაროსთა შემოსევის“ მსგავსად, მისი სურნელიც ინტენსიური და „შეუჩერებელია“.
საკმაოდ ორიგინალური არომატული შტრიხებით გამორჩეული Invasion Barbare ყოველთვის ახერხებს, გაგვაოცოს. მის ანიმალისტურ, თუმცა ელეგანტური ხასიათის სურნელს, თამამად შეიძლება, „თანამედროვე კლასიკა“ ეწოდოს.
გამხსნელი ნოტები: გრეიფრუტი, ბერგამოტი, იის ფურცლები
გულის ნოტები: თეთრი ქონდარი, ილი, ლავანდა, ჯანჯაფილი
საბაზისო ნოტები: პაჩული, ბურბონის ვანილი, მუშკი
ზედა ნოტები: გრეიფრუტი, ბერგამოტი, იის ფოთლები
შუა ნოტები: კარდამონი, ლავანდა, ჯანჯაფილი
ბაზა: პაჩული, ვანილი, მუშკი
არომატული სახლი Parfums MDCI სუნამოების მოყვარულებს და კოლექციონერებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სურნელებს ძვირფასი შეფუთვით — დახვეწილი არომატების მომხიბლავობას ფლაკონისა და თავსახურის პოეტური სილამაზე აძლიერებს.
მას შემდეგ, რაც Parfums MDCI-ს სუნამოები მეტმა ადამიანმა იპკურა, ბრენდის ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა: წლებთან ერთად, პარფიუმერიის პატარა სახლი არომატულ ლაბორატორიად იქცა, ყოველ ახალ პარფიუმერთან თანამშრომლობას კი ახალი არომატის შექმნა და ახალი შემოქმედებითი გზების აღმოჩენა მოჰყვა.