მთავარიშოპიდასაბანი & ტანის მოვლის საშუალებები
INITIAL
Hair & Body Shampoo
დასაბანი & ტანის მოვლის საშუალებები
ჩემი გზა. ჩემი პერსონა. ჩემი არომატი…“ Initial, იმ თანამედროვე მამაკაცისთვისაა, რომელსაც სწამს, რომ ჭეშმარიტი ფუფუნება, თვითრეალიზაციასა და ინდივიდუალიზმშია…
Not Chosen
ცხოვრების გზაზე, ავთენტურად და ღიად მოსიარულე მამაკაცის ამსახველი კომპოზიცია, ფუჟერის (ფუჟერის აკორდი: ძველებური სადალაქოს ნოსტალგიური არომატის გაცოცხლება; ლავანდას, მუხის ხავსის და მოლეკულური ნედლეულის — კუმარინის ნოტებით შექმნილი ღრმად არომატული, მწვანე ნოტები, როგორც ძველებური საპარსების ქაფის სურნელის ასოციაცია) თანამედროვე ნოტებით, გარშემომყოფებს, პირველი შეხვედრისთანავე ატყვევებს!
მწიფე წითელი გრეიფრუტის, ჯანჯაფილის და ხრაშუნა ვაშლის ნაზავი, იდეალურად წარადგენს ზღვის ლავანდის, ვარდისფერი გერანის (იგივე ნემსიწვერა: ეთერზეთოვანი მცენარე) და ზამბახის კლასიკურ, მჟავე, ყვავილოვან გულის ნოტებს. არომატის ბაზაზე, პაჩულის და მუშკის შტრიხები, ჰარმონიულად ერწყმის მდიდრულ მერქნებსა და ფისოვან ტონებს.
გამხსნელი ნოტები:
გრეიფრუტი, ვაშლი, მსხალი, წიწაკა, ჯანჯაფილი
გულის ნოტები:
ლავანდის ყვავილი, ვარდი, ზამბახი, პაჩული
საბაზისო ნოტები
დრიფტვუდი (სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული — ზღვიდან გამორიყული ტოტების სურნელოვანი ასოციაცია ხის, ქარვის, მწვანე, მლაშე, კრემოვანი, ხილის მოტკბო არომატებით), ამბრი, სანდალვუდი, თეთრი (სინთეტიკური) მუშკი