INITIAL
Eau de Toilette
სუნამო
Initial Eau de Toilette - იდეალური საშუალება მამაკაცისთვის, რომელიც გაცნობიერებულად ცხოვრობს…
Not Chosen
2021 წელი. ახალი ეპოქის დასაწყისი: Aigner, ახალ ცხოვრების სტილს აწესებს. სცენარი: ფუფუნება თვითრეალიზაციისა და ინდივიდუალიზმის აღმნიშვნელია. ახლანდელი მამაკაცი, თავისუფლების სულისკვეთებისკენ ისწრაფვის, როგორც არასოდეს. მხიარული და შეგნებულია, თუმცა, ამავდროულად, თავშეკავებული და ქარიზმატულიც. ასეთი პიროვნებები, ერთდროულად, გმირებიც არიან და ანტიგმირებიც. მათი მიბაძვა კი შეუძლებელია. შთამაგონებელია თუ არა მათი ქცევა? — დიახ, აბსოლუტურად. იმიტომ, რომ ისინი ავთენტურად, პატიოსნად და თავიანთი ინიციალებივით, პრივატულად ცხოვრობენ. Aigner-ის არომატი Initial, იდეალური არჩევანია გაცნობიერებული მამაკაცისთვის.
კომპოზიცია, გარშემომყოფებს, პირველი შეხვედრისთანავე ატყვევებს ფუჟერის (ძველებური სადალაქოს ნოსტალგიური არომატის გაცოცხლება; ლავანდას, მუხის ხავსის და მოლეკულური ნედლეულის — კუმარინის ნოტებით შექმნილი ღრმად არომატული, მწვანე ნოტები, როგორც ძველებური საპარსების ქაფის სურნელის ასოციაცია) თანამედროვე ნოტით, რომელიც იმ ავთენტური პიროვნების სიმბოლოდ გვევლინება, ცხოვრებისეულ გზას ღიად რომ მიიკვლევს.
მწიფე წითელი გრეიფრუტის, ჯანჯაფილის და ხრაშუნა ვაშლის ნაზავი, იდეალურად წარადგენს ზღვის ლავანდის, ვარდისფერი გერანის (იგივე ნემსიწვერა: ეთერზეთოვანი მცენარე) და ზამბახის კლასიკურ, მჟავე, ყვავილოვან გულის ნოტებს. არომატის ბაზაზე, პაჩულის და მუშკის შტრიხები, ჰარმონიულად ერწყმის მდიდრულ მერქნებსა და ფისოვან ტონებს.
გამხსნელი ნოტები:
ვაშლი, გრეიფრუტი, ჯანჯაფილი, თეთრი პილპილი
გულის ნოტები:
ვარდისფერი გერანი (იგივე ნემსიწვერა: ეთერზეთოვანი მცენარე), ზღვის ლავანდა, ზამბახი, პაჩული
საბაზისო ნოტები:
დრიფტვუდი (სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული — ზღვიდან გამორიყული ტოტების სურნელოვანი ასოციაცია ხის, ქარვის, მწვანე, მლაშე, კრემოვანი, ხილის მოტკბო არომატებით), ამბრი, სანდალვუდი, თეთრი (სინთეტიკური) მუშკი
Alcohol Denat., Aqua/Water/Eau, Fragrance (Parfum), Limonene, Linalool, Citronellol, Coumarin, Alpha-Isomethyl Ionone, Citral, Geraniol.