მთავარიშოპითმის & ტანის მოვლა

Ingrown Hair And Tone-Correcting Intimate Drops

Ingrown Hair and Tone-Correcting Intimate Drops

ჩაბრუნებული თმის სამკურნალო წვეთები, ალფა-ჰიდროქსი მჟავების ეფექტური, თუმცა მსუბუქი ნაზავით, მაქსიმალურად ამცირებს ჩაზრდილი ღერების რაოდენობას, ამშვიდებს გაღიზიანებებს და ათანაბრებს კანის ტექსტურას.

მოცულობა:

Not Chosen

126.00₾ 158.00₾

აღწერა

Kiehl’s-ის ჩაბრუნებული თმის სამკურნალო წვეთები ფორმულირებულია ალფა-ჰიდროქსი მჟავების ეფექტური, თუმცა მსუბუქი ნაზავით, რაც ხელს უწყობს ჩაზრდილი თმის ღერების შემცირებას და კანის ელფერის გათანაბრებას სხეულის ყველაზე ინტიმურ ზონებზე.

ასტაქსანტინის და ჟოჟობას ზეთის შემცველობით, წვეთები სწრაფად შრება, კანში იოლად იწოვება და დამცავ ბარიერს აძლიერებს.

უსაფრთხოებისთვის, შემოწმებულია დერმატოლოგების და გინეკოლოგების მიერ.

- ჩაზრდილი თმის ღერების რაოდენობას, სულ რაღაც, 90* წუთში ამცირებს: მომხმარებელთა 90% ადასტურებს, რომ წვეთების გამოყენების შედეგად, მათი კანის ელფერი, მეტად ერთგვაროვანი გახდა**

- პროდუქტი ფორმულირებულია ფაქიზი მოქმედების ალფა-ჰიდროქსი მჟავებით, ასტაქსანტინით და ჟოჟობას ზეთით, 73% ბიოწარმოშობისა და 98% ბიოდეგრადირებადი ინგრედიენტებით

- წვეთების გამოყენება შესაძლებელია ჩაზრდილი თმისკენ მიდრეკილ სხეულის უბნებზე, გამონაყარსა და არაერთგვაროვანი შეფერილობის კანის უბნებზე; როგორც თმის მოშორებამდე, ასევე — მოშორების შემდგომ

- სწრაფად შრება, არ ტოვებს სამოსზე ლაქებს

- შემოწმებულია დერმატოლოგებისა და გინეკოლოგების მიერ

- რეკომენდებულია ყველა ტიპის, მათ შორის — მგრძნობიარე კანისთვისაც

*მონაცემი ეყრდნობა კლინიკური კვლევის ფარგლებში, ექსპერტების მიერ, იღლიის და საზარდულის ზონების შეფასების შედეგებს

**მონაცემები ეყრდნობა მომხმარებელთა შეფასებას პროდუქტის 2-კვირიანი გამოყენების შემდგომ

685908 52 - INGREDIENTS: AQUA / WATER / EAU • ISOPROPYL ISOSTEARATE • GLYCERIN • SIMMONDSIA CHINENSIS SEED OIL / JOJOBA SEED OIL • GLYCOLIC ACID • LACTIC ACID • SODIUM HYDROXIDE • MANDELIC ACID • FRUCTOSE • PENTAERYTHRITYL TETRA-DI-T-BUTYL HYDROXYHYDROCINNAMATE • SALICYLIC ACID • CHLORPHENESIN • CAPRYLYL GLYCOL • SODIUM HYALURONATE • WITHANIA SOMNIFERA ROOT EXTRACT • VACCINIUM MACROCARPON FRUIT EXTRACT / CRANBERRY FRUIT EXTRACT • TRISODIUM ETHYLENEDIAMINE DISUCCINATE • PENTYLENE GLYCOL • POTASSIUM SORBATE • HAEMATOCOCCUS PLUVIALIS EXTRACT • CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE • CITRIC ACID • GLYCERYL CAPRYLATE • TOCOPHEROL (F.I.L. N70041841/1).

გამოყენების წესი

შეანჯღრიეთ გამოყენებამდე. დაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითებზე და გადაინაწილეთ სუფთა კანზე, პრობლემურ ზონებზე — ჩაბრუნებული თმის, გამონაყრის ან არაერთგვაროვანი ელფერის საკორექციოდ.

კანის ელფერის გასათანაბრებლად, დაიწვეთეთ დამატებითი რაოდენობით და დაიტანეთ პრობლემურ ზონებზე თხელი, ერთგვაროვანი ფენით.

შეგიძლიათ, გამოიყენოთ მკლავებზე, იღლიაში, მკერდზე, წვერის, ყელის ან სხეულის ინტიმურ ზონებზე — ყველგან, სადაც თმა ამოდის.

განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

აღმოაჩინეთ Kiehl’s-ის უნიკალური ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი საშუალებები და შეადგინეთ კანის მოვლის პერსონალიზებული რუტინა; ისიამოვნეთ ჯანსაღი, მოვლილი კანით!