HYPNOTIC MUSK
Eau de Parfum
სუნამო
Hypnotic Musk is much more than just a fragrance, it's an assertive olfactory signature, designed for those who dare to seduce with elegance.
Not Chosen
Hypnotic Musk is much more than just a fragrance, it's an assertive olfactory signature, designed for those who dare to seduce with elegance.
From the very first notes, powdery iris, bright bergamot and juicy raspberry create a fresh, addictive opening. In the heart, spicy ginger, exotic lychee, delicate violet and a touch of gourmand caramel bring electrifying sensuality. Finally, silky musk, enveloping vanilla, creamy sandalwood and ambergris prolong the fragrance in a bewitching trail where sweetness and intensity intertwine for an irresistibly magnetic allure.
Top notes: Iris, Bergamot, Raspberry
Heart notes: Ginger, Lychee, Violet, Caramel
Base notes: Musk, Vanilla, Sandalwood, Ambergris
alcohol denat., parfum, aqua, ethylhexyl methoxycinnamate, ethylhexyl salicylate, butyl methoxydibenzoylmethane, hexadecanolactone, benzyl salicylate, tetramethyl acetyloctahydronaphthalenes, pogostemon cablin leaf oil, citronellol, vanillin, linalyl acetate, limonene, linalool, citrus limon peel oil, anethole, geraniol, pinene, geranyl acetate, citral, terpineo
არომატული სახლი Parfums M.Micallef 1996 წელს, სუნამოების მსოფლიო დედაქალაქ გრასში დაარსდა. იდეის ავტორები და დამფუძნებლები ფრანგი პარფიუმერი ცოლ-ქმარი — მარტინ მიკალეფი და ჟოფრე ნეჟმანი არიან. არომატულმა პროექტმა მალე მოიპოვა საყოველთაო წარმატება, ოჯახური ბიზნესის ალქიმია კი „ხელოვნების და სურნელის“ კონცეფციად გარდაიქმნა.
Parfums M.Micallef დღეს პარფიუმერების, არტიზანებისა და ხელოვანების სახლს წარმოადგენს, რომელსაც ორიგინალური სურნელოვანი ხელწერის გამო, მთელ მსოფლიოში აფასებენ: ბრენდის პროდუქცია 75 ქვეყნის 900-მდე ლუქს-კლასის სავაჭრო ცენტრში და Parfums M.Micallef-ის მონო-ბუტიკებშია წარმოდგენილი.
როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, Parfums M.Micallef-ის წარმატების საიდუმლო პარფიუმერიის თანამედროვე სამყაროში უსაზღვრო შემოქმედებითი აზროვნებით ოპერირებაა.
მარტინ მიკალეფი, ხელოვნება და მატერია
Parfums M.Micallef-ის არტ-დირექტორმა და ხელოვანმა — მარტინ მიკალეფმა ბრენდისათვის უნიკალური სულის შთაბერვა და ნიშური პარფიუმერიის სამყაროში გამორჩეული იმიჯით პოზიცირება წარმატებით შეძლო:
ყოველ ახალ პროექტს სპეციალური შეკვეთის მიდგომით იწყებს, მუდმივად ფეხს უწყობს თანამედროვეობას და განუწყვეტლივ ავთენტურობის ძიებაშია. ბრენდის მიმართ მომხმარებელთა ემოციურ დამოკიდებულებას უნიკალური სასაუბრო ენით ახერხებს — მოცემული უნარი კი იმ შემოქმედებითი სიმამაცის დამსახურებაა, ცხოვრების არაკონფორმისტულმა წესმა და ხშირმა მოგზაურობებმა რომ განაპირობეს.
დამფუძნებელთა დახვეწილი გემოვნების დასტურია ოსტატური ხელოვნებით შექმნილი Parfums M.Micallef-ის სხვადასხვა კოლექციის ფლაკონებიც: ბრენდის რაფინირებული არომატების მსგავსად, მათზე მუშაობის პროცესიც სრულყოფილებისკენ სწრაფვას ეფუძნება.
ჟოფრე ნეჟმანმი, განვითარების ხედვა და „ცხვირი“
ჟოფრე ნეჟმანის კარიერა საერთაშორისო ფინანსების სფეროში იღებს სათავეს. პარფიუმერიის ბიზნესში გრასში მოღვაწე „ცხვირთან“ — ჟან-კლოდ ასტიესთან თანამშრომლობით შეაბიჯა და ცოლთან ერთად, სურნელოვანი კომპოზიციების შექმნის საოცარი ნიჭი გამოავლინა. დღემდე თვითნასწავლი პარფიუმერია, რომელიც მგრძნობიარე არომატულ კომპოზიციებს საკუთარ ემოციებს უძღვნის.
„გრასის ბრწყინავლე ტერუარი ყოველდღიურად ახერხებს ჩვენი გრძნობების გაღვიძებას. ლამაზი მინდვრებითა და ვიწრო ქუჩებით მორთულ, მზის მშვიდი სხივებით განათებულ სამოთხეში, ჰაერი გამჭოლი სურნელოვანი ნოტებითაა გაჟღენთილი, ჟასმინის, ვარდების, ზამბახების, იების, ფორთოხლის ყვავილების, ციტრუსების, არომატული მცენარეების ჯარი რომ გამოსცემს — სწორედ ამ ნოტების პალიტრას ირეკლავს ჩვენი ქმნილებებიც. Parfums M.Micallef-სუნამოები სიკაშკაშის, მეფური ბუნების, ისტორიის და საფრანგეთის რივიერას ცხოვრების სტილის სურნელოვანი სარკეა — ადგილისა, სადაც ვცხოვრობთ და სადაც ვქმნით,“ — მარტინ მიკალეფი და ჟოფრე ნეჟმანი.
სურნელოვანი სამყარო
მდიდრული, გურმანული, ნათელი, ყვავილოვანი, მერქნოვანი და პიკანტური სტილის მუდამ ელეგანტური არომატები, ყველაზე კეთილშობილურ პარფიუმერულ ნედლეულებს, მათ შორის — გრასში გავრცელებულ უიშვიათესი მცენარეების ექსტრაქტებს შეიცავს.
M.Micallef-ის არომატულმა სახლმა საწყის ეტაპზე „ორიენტალის“ (აღმოსავლური ტიპის სურნელი) ტიპის სურნელოვანი ოჯახის პროდუქციის წარმოება დაიწყო, დროთა განმავლობაში კი, შემოქმედებითი პალიტრა, სხვადასხვა ნიუანსით — ორიგინალური კომბინაციებისადმი სწრაფვითა და ავან-გარდის შეგრძნების თანდაყოლილი ხელწერით გაამდიდრა.
არტიზანული ფლაკონები
მარტინ მიკალეფის დიზაინით, გრასში შექმნილი ხელნაკეთი სამკაულებით გაფორმებული ყოველი სუნამოს ფლაკონი, თავის მხრივ, ქარიზმატული ობიექტი და არომატთა მდიდრული დაგვირგვინებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კრისტალებით მოჭედილი და ოქროს წყალში ამოვლებული ან ხელით მოხატული და აჟურული მეტალით მორთული თითოეული ბოთლის ესთეტიკას.
ჟასმინის მიწა
მიუხედავად იმისა, რომ მარტინ მიკალეფის და ჟოფრე ნეჟმანის შემოქმედების შთაგონების წყარო ოცნებების სამყაროა, შთაგონებათა მატერიალიზებისას, პარფიუმერთა დუეტი მყარად დგას მიწაზე — ყვავილებთან ახლოს, მისდევს რა პასუხისმგებლობიან პარფიუმერიას:
M.Micallef-ის არომატული სახლი წარმოების მოკლე ციკლის — „ყვავილიდან ბოთლამდე“ იდეის განსავითარებლად, ბრენდის ქარხნისა და სახელოსნოს მიმდებარე გრასის სამებაღეო ქონების ექსკლუზიური პარტნიორია. M.Micallef-ის სურნელოვან კომპოზიციებში შემავალ ცენტიფოლიას ვარდს, ჟასმინს და ტუბეროზას, მთელი წლის განმავლობაში, მებაღე პიერ კიარლა ანებივრებს.