Hydrazen Day Cream
Hydra Zen Day Cream 72-საათამდე* ხანგრძლივობის ჰიდრატაციას უზრუნველყოფს, სიწითლის შესამჩნევ შემცირებასთან** ერთად
Not Chosen
მყისიერი დამამშვიდებელი მოქმედება და 72-საათამდე* ხანგრძლივობით ჰიდრატაცია: Lancôme, ნეირომეცნიერების სფეროში, 30 წლის განმავლობაში წარმოებულ კვლევებზე დაყრდნობით, ყოველდღიური სტრესის მიერ კანისადმი მიყენებულ მავნე ზემოქმედებაზე ამახვილებს ყურადღებას: ბარიერი შესუსტებული, კანი კი — მეტად მგრძნობიარე და გაუწყლოვანებულია.
დღის კრემი Hydra Zen Day Cream, ბრენდის საკულტო ჰიდროდამამშვიდებელი საშუალებაა, რომელიც, ამჯერად, გაჟღენთილია ცენტიფოლიას ვარდის ექსტრაქტით და ბიოტექნოლოგიური ჰიდროაქტიური ნივთიერებებით — ჰიალურონის მჟავათი და ბისაბოლოლით.
მსუბუქი სტრუქტურის გელ-კრემი, 72-საათამდე* ხანგრძლივობის ჰიდრატაციას უზრუნველყოფს, სიწითლის შესამჩნევ შემცირებასთან** ერთად. ამასთანავე, კანს, არა მხოლოდ, ატენიანებს, არამედ — აძლიერებს ბარიერს და ამცირებს მგრძნობიარობას.
შედეგად:
კრემის გამოყენებიდან, სულ რაღაც, 1 წამში, კანის დამამშვიდებელი მოქმედება აღინიშნება**
კანის 10-მდე შრის ტენიანობა მყისიერად აღდგება***
ქალების 77% კანის სიწითლის შემცირების შესახებ ადასტურებს**
52%-ში ჰიდრატაციის გაძლიერება აღინიშნება
10-იდან 9 ქალს, კრემმა, გამოყენებისთანავე, კომფორტული შეგრძნება მიანიჭა**
აღინიშნა კანის შესამჩნევად სავსე იერიც****
შემოწმებულია ყველა ტიპის, მათ შორის — მგრძნობიარე კანზეც. კრემი იდეალურია კომბინირებულიდან ცხიმიანამდე კანის ტიპებისთვის.
*28 ქალზე წარმოებული ინსტრუმენტული კვლევა
**170 ქალზე წარმოებული თვითშეფასების კვლევა
***ეპიდერმისის ზედაპირული ფენები
****მონაცემები ეყრდნობა 170 ქალზე, კრემის 1-კვირიანი რეგულარული მოხმარების შემდგომ წარმოებული თვითშეფასების კვლევის შედეგებს
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.
.jpg)