Hydra-Essentiel [HA²] Cream-Mask
ჰიალურონის მჟავებით და კერამიდებით გამდიდრებული ნიღაბი ინტენსიური ჰიდრატაციისა და კანის ბარიერის გასაძლიერებლად.
Not Chosen
CLARINS-ის გრილი სტრუქტურის „ექსპერტი“ კრემ-ნიღაბი ინტენსიურ ჰიდრატაციას უზრუნველყოფს.
პროდუქტის ფორმულის ე.წ. „გულში“ წარმოდგენილია „ჰიალურონის ძალის კომპლექსი +“ (HYALURONIC POWER COMPLEX +) — ჰიალურონის მჟავების დუეტი კალანხოეს (იგივე სიცოცხლის ფოთოლი) ექსტრაქტთან ერთად, რაც კანის უწყვეტ, მრავალშრიან, ხანგრძლივ დატენიანებას განაპირობებს.
ორგანული კალანხოეს და ჰიალურონის მჟავის სინთეზი კანს მყისიერ ჰიდრატაციას და სიფუმფულეს ანიჭებს.
კრემ-ნიღბის გამორჩეული ინგრედიენტია აცეტილირებული ჰიალურონის მჟავა — ინტენსიური დამატენიანებელი მოქმედებით. პროდუქტი, ასევე, კანის დეჰიდრატაციისადმი რეზისტენტულობის გასაძლიერებლად, კერამიდებით — კანის ბარიერში არსებული აუცილებელი ლიპიდებითაა გამდიდრებული.
კრემ-ნიღბის — Hydra-Essentiel [HA²]-ის გამოყენების შედეგად, კანი ინტენსიურად იკვებება, ტენიანდება და ძლიერდება.
გრილი, ხავერდოვანი სტრუქტურით, კრემი კანის ზედაპირზე იოლად სრიალებს. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.
Twice per week. Apply the mask in a thick layer to the face and neck after cleansing, avoiding the eye area. Leave on for 10 minutes and remove the excess product using a cotton pad soaked in lotion.
AQUA/WATER/EAU. DICAPRYLYL CARBONATE. GLYCERIN. BETAINE. CETEARYL ETHYLHEXANOATE. PENTYLENE GLYCOL. PALMITIC ACID. STEARIC ACID. CETYL ALCOHOL. BORON NITRIDE. CETEARETH-12. PARFUM/FRAGRANCE. CARBOMER. HYDROXYACETOPHENONE. POTASSIUM CETYL PHOSPHATE. HYDROLYZED HYALURONIC ACID. ETHYLHEXYLGLYCERIN. TOCOPHERYL ACETATE. CERAMIDE NP. SODIUM ACETYLATED HYALURONATE. SODIUM HYDROXIDE. DISODIUM EDTA. KALANCHOE PINNATA LEAF EXTRACT. CITRIC ACID. SODIUM BENZOATE. TOCOPHEROL. POTASSIUM SORBATE. [V4380A]
ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.
70+ წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება
ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.
*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში) პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.
