მთავარიშოპისახის მოვლა

Hydra-Essentiel [HA²] Bi-phase Serum

Hydra-Essentiel [HA²] Bi-phase Serum

ჰიალურონის მჟავით და ზაფრანის ყვავილების პოლიფენოლებით გამდიდრებული ორფაზოვანი შრატი Hydra-Essentiel [HA²] კანს ინტენსიურად ატენიანებს და აბალანსებს.

მოცულობა:

Not Chosen

229.00 ₾
აღწერა

CLARINS-ის ორფაზოვანი შრატი, ორმაგი — ჰიდრო და ლიპიდური სტრუქტურით, კანს ინტენსიურად ატენიანებს.

პროდუქტის ფორმულის ე.წ. „გულში“ წარმოდგენილი „ჰიალურონის ძალის კომპლექს +“ (HYALURONIC POWER COMPLEX +) — ჰიალურონის მჟავების დუეტი, კალანხოეს (იგივე სიცოცხლის ფოთოლი) ექსტრაქტთან ერთად, უწყვეტ, მრავალშრიან, ხანგრძლივ დატენიანებას განაპირობებს.

ორგანული კალანხოეს და ჰიალურონის მჟავის სინთეზი კანს მყისიერ ჰიდრატაციას და სიფუმფულეს ანიჭებს.

შრატის გამორჩეული ინგრედიენტია აცეტილირებული ჰიალურონის მჟავა — ინტენსიური დამატენიანებელი მოქმედებით.

პროდუქტი, ასევე, ცხიმის გამოყოფის დასარეგულირებლად, მიკრობიოტის დამაბალანსებელი ზაფრანის ყვავილის პოლიფენოლებითა და ჭარბი ცხიმის მარეგულირებელი ორგანული ხემარწყვას ექსტრაქტითაა გამდიდრებული; შედეგად, ავიწროებს ფორებს და ეფექტურად ხვეწს კანის სტრუქტურას, აბალანსებს კანს* და აუმჯობესებს მის ხარისხს. შრატის ყოველი გამოყენებისას, თქვენი კანი სილამაზისგან იბრწყინებს.

Hydra-Essentiel-ის აბრეშუმისებრი, უცხიმო ფორმულა მარტივად იწოვება და მყისიერად კვებავს კანს. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.

*შემოწმებულია კლინიკურად ტრანსეპიდერმულ გაუწყლოვანებაზე.

ინოვაცია და მცენარეული ექსპერტიზა

CLARINS, შრატის ფორმულის გამორჩეულ ინგრედიენტში — „ჰიალურონის ძალის კომპლექს +-ში“ (HYALURONIC POWER COMPLEX +), დაბალი მოლეკულური წონის ჰოალურონის მჟავის და აცეტილირებული ჰიალურონის მჟავის კომბინაციას გვთავაზობს, რაც კანს ინტენსიურად ატენიანებს — ჰიალურონის კლასიკურ მჟავებზე 13-ჯერ ხანგრძლივი ეფექტით.*

Clarins Plus გვთავაზობს კანის ორმაგი — ჰიდრო და ლიპიდური ბუნებით შთაგონებულ ორფაზოვან სტრუქტურას. ეს უნიკალური* აქტიური სტრუქტურა აძლიერებს კანის ჰიდროლიპიდურ შრეს და ამცირებს გადაჭარბებულ გაუწყლოვანებას.
*Clarins-ის საავტორო.

ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.

70+  წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება

ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად  მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია  კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.

*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში)  პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.