მთავარიშოპიYouth Restoring Solutions
Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Hydra-Plumping Water Cream
CREAM
წყლის ბაზაზე დამზადებული მსუბუქი სტრუქტურის მქონე კრემი, 5D ჰიალურონის მჟავას, 16,000-ზე მეტი პეპტიდისა და კერამიდების შემცველობით, ხანგრძლივ დამატენიანებელ მოქმედებას უზრუნველყოფს
Not Chosen
Elizabeth Arden-ის ჰიდროშემავსებელი კრემი Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Hydra-Plumping Water Cream, ინოვაციებისა და მოვლის სფეროში, ბენდის მემკვიდრეობის თანამედროვე გამოხატულებაა: მსუბუქი სტრუქტურის, კლინიკური კვლევებით დადასტურებული ფორმულა, ღრმა ჰიდრატაციას და შესამჩნევად გამამკვრივებელ მოქმედებას უზრუნველყოფს.
5D ჰიალურონის მჟავათი, 16,000-ზე მეტი პეპტიდით და კანის გამაძლიერებელი კერამიდებით მდიდარი კრემი, სიგლუვის, შემავსებელი და ბარიერის გამაძლიერებელი ეფექტისთვის, კანის მრავალ შრეზე მუშაობს: მოვლის ერთ-ერთ საფეხურზე თუ დამოუკიდებლად გამოყენებისას, Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Hydra-Plumping Water Cream, თვალნათლივ ასახავს ბრენდის ერთგულებას პროგრესული მეცნიერებისა და მარადიული სილამაზის მიმართ; ესაა საშუალება, რომელიც დღის ნებისმიერ რუტინაში უპრობლემოდ ინტეგრირდება და Elizabeth Arden-ის პროდუქციის მრავალფეროვან სპექტრს, იდეალურად აგვირგვინებს; კანს აღადგენს და შესამჩნევად აჯანსაღებს.
Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Hydra-Plumping Water Cream-ის ერთჯერადი გამოყენების შედეგად, მომხმარებელთა 96%, კანის გამამკვრივებელი ეფექტის1 შესახებ, 95% კი — მანათობელი ბრწყინვალების შესახებ აღნიშნავს1.
1. მონაცემები ეყრდნობა 57 პანელისტზე, კრემის ერთჯერადი გამოყენებისას, მყისიერად წარმოებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს.
უკვე ათწლეულებია, რაც Elizabeth Arden, კანის მოვლის სფეროში, წამყვან ინოვატორად გვევლინება. ბრენდი, კანის ბარიერის აღსადგენად და გასაძლიერებლად, განუწყვეტლივ მუშაობს კერამიდის ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე. ჰიალურონის მჟავას, პეპტიდების და კერამიდების შემცველი კაფსულირებული შრატი — Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Capsules, 2 სხვადასხვა ტექნოლოგიის შერწყმას მიმართავს: ჰიალურონზე დაფუძნებული Size-Shifting Hyaluronic Acid Technology-სა და პეპტიდების კომპლექსის კომბინაციით, ხელს უწყობს კოლაგენის გამაძლიერებელი ბუნებრივი უნარების გამომუშავებას და კანის გამკვრივებას.
სიახლისა და ეფექტიანობის შესანარჩუნლად კაფსულირებული ფორმულა, ხანგრძლივი ჰიდრატაციის და ელასტიკური კანის გარანტიაა! ამ შრატის იდეალური მეწყვილეა ჰიდროშემავსებელი კრემი — Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Hydra-Plumping Water Cream, რომელიც ჰიალურონის მჟავას 5D-ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, ეფექტურად აკავებს ტენიანობას და ამავდროულად, ბარიერსაც აძლიერებს.
Elizabeth Arden-ის მოცემული 2 საშუალების სინერგია, კანს, მრავალგანზომილებიანი ჰიდრატაციით და სასარგებლო გამამკვრივებელი თვისებებით, შესამჩნევად აჯანსაღებს.
ბრენდის ათწლეულების ექსპერტიზითა და სილამაზის ჯილდოებით გამტკიცებული მოვლის ხაზი — Hyaluronic Acid + Peptides Ceramide, გაძლიერებული ჰიდრატაციით, გამამკვრივებელი და კანისთვის მედეგობის მიმნიჭებელი მოქმედებებით, დატენიანების ცნებას, მართლაც, ხელახლა განმარტავს.
- წყლის ბაზაზე დამზადებული ჰიდროშემავსებელი კრემი: დამატენიანებელი საშუალება ჰიალურონის მჟავას, პეპტიდებისა და კერამიდების შემცველობით, კანის შემავსებელ, სიგლუვის მიმნიჭებელ და დამატენიანებელ მოქმედებებს უზრუნველყოფს
- აბრეშუმისებრი სტრუქტურა: წყლის ბაზაზე დამზადებული, სასიამოვნო სტრუქტურის მქონე კრემი, კანში, სწრაფად იწოვება, არბილებს და ხანგრძლივ დატენიანებასა და ყოველდღიურ კომფორტთან ერთად, ცხიმოვანი ნარჩენების გარეშე, სისუფთავის შეგრძნებას ანიჭებს
- ყველა ტიპის კანისთვის: ყველა ტიპის კანისთვის რეკომენდებული Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Hydra-Plumping Water Cream, კანის დასატენიანებლად, გასამკვრივებლად და ბარიერის აღსადგენად, მოვლის ნებისმიერ რუტინას, იდეალურად ერწყმის
- მარტივად მოსახმარი: კრემის ფლაკონს, ამოსატუმბი დისპანსერიც ახლავს, რაც მოწესრიგებულ აპლიკაციასა და ზუსტ დოზირებას უზრუნველყოფს, შედეგად, მოვლის რუტინასაც აიოლებს
- მიზანმიმართული მოქმედება: კრემის გაუმჯობესებული ფორმულა, 5D ჰიალურონის მჟავას, 16,000+ პეპტიდის და კერამიდების შემცველობით, კანს, სიღრმისეულად ატენიანებს; აძლიერებს ბარიერს და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავების პროცესს
Aqua/Water/Eau Glycerin, Caprylic/Capric Triglyceride, Squalane, Butylene Glycol, Centella Asiatica Leaf Extract, 1,2-Hexanediol, Ammonium Acryloyldimethyltaurate/VP Copolymer, Arginine, Benzyl Glycol, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Caprylhydroxami,c Acid, Carbomer, Ceramide NP, Cetearyl Dimethicone Crosspolymer, Cocos Nucifera (Coconut) Oil, Dimethicone, Disodium EDTA, Ethylhexylglycerin, Hyaluronic Acid, Hydrolyzed Glycosaminoglycans, Hydrolyzed Hyaluronic Acid, Hydrolyzed Lupine Protein, Hydroly,zed Sodium Hyaluronate, Hydroxyethyl Acrylate/Sodium Acryloyldimethyl Taurate Copolymer, Isohexadecane, Limnanthes Alba (Meadowfoam) Seed Oil, Macadamia Integrifolia Seed Oil, Medicago Sativa (Alfalfa) Extract, Moringa Oleifera Seed Oil, Palmitoyl Tetrap,eptide-7, Palmitoyl Tripeptide-1, Parfum (Fragrance), Pentylene Glycol, Phytosphingosine, Polysorbate 20, Polysorbate 60, Propanediol, Raspberry Ketone, Sodium Acetylated Hyaluronate, Sodium Hyaluronate, Sodium Hyaluronate Crosspolymer, Squalene, Tocophe,ryl Acetate, Citric Acid, Sodium Lactate, Sorbitan Isostearate. B06065
წაისვით ჰიდროშემავსებელი კრემი სუფთა, მშრალ კანზე, დილას და/ან საღამოს, კაფსულირებული შრატის — Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Capsules გამოყენების შემდგომ: ამოტუმბეთ ფლაკონიდან მცირე მოცულობით და გადაინაწილეთ სახეზე თანაბრად, ქვემოდან ზემოთ მიმართული, ნაზი, წრიული მასაჟისებრი მოძრაობებით — სანამ კანში სრულად არ შეიწოვება. |
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.