მთავარიშოპიYouth Restoring Solutions
Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Capsules
SERUM
აღმოაჩინეთ კანის დატენიანების ახალი თაობის მეთოდი, Elizabeth Arden-ის კაფსულრიებული შრატით — Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Capsules
Not Chosen
ერთჯერადი დოზით წარმოდგენილი კაფსულირებული შრატი, აბრეშუმისებრი, მსუბუქი ფორმულითა და ჰიალურონის მჟავას, პეპტიდების და კერამიდების შემცველობით, კანში სწრაფად იწოვება, სიღრმისეულად ატენიანებს და შესამჩნევად სავსე, გლუვ, მკვრივ სტრუქტურას ანიჭებს. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.
…
თითოეული ერთჯერადი გამოყენების, ბიოდეგრადირებადი კაფსულა, ჰიალურონის მჟავათი, პეპტიდებით და კერამიდებით მდიდარ შრატს შეიცავს, რომელიც ტენიანობის შენარჩუნებასთან ერთად, კანის გამამკვრივებელ და ბარიერის გამაძლიერებელ მოქმედებებსაც უზრუნველყოფს.
Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Capsules, გამოყენებიდან, სულ რაღაც, 10 წუთში, კლინიკურად დადასტურებულ შემავსებელ ეფექტს უზრუნველყოფს1; ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული ტექნოლოგიის — Size-Shifting Hyaluronic Acid Technology დამსახურებით, კანში, ეფექტურად იწოვება და ტრადიციული ჰიალურონის მჟავას შემცველ საშუალებებთან შედარებით, უფრო ღრმა შრეებში აღწევს; პეპტიდების შემცველობით კი, კანს ამკვრივებს, ბუნებრივი კოლაგენის და ლიპიდების გამომუშავებას უწყობს ხელს და დროთა განმავლობაში, ტექსტურასაც ხვეწს.
Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Capsules, რეგულარული გამოყენებით, კანს, სიღრმისეულად ატენიანებს, შესამჩნევად ავსებს და აჯანსაღებს.
1. მონაცემები ეყრდნობა შრატის ერთჯერადი გამოყენების შემდგომ, მყისიერად წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს, 33 პანელისტის მონაწილეობით.
უკვე ათწლეულებია, რაც Elizabeth Arden, კანის მოვლის სფეროში, წამყვან ინოვატორად გვევლინება. ბრენდი, კანის ბარიერის აღსადგენად და გასაძლიერებლად, განუწყვეტლივ მუშაობს კერამიდის ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე. ჰიალურონის მჟავას, პეპტიდების და კერამიდების შემცველი კაფსულირებული შრატი — Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Capsules, 2 სხვადასხვა ტექნოლოგიის შერწყმას მიმართავს: ჰიალურონზე დაფუძნებული Size-Shifting Hyaluronic Acid Technology-სა და პეპტიდების კომპლექსის კომბინაციით, ხელს უწყობს კოლაგენის გამაძლიერებელი ბუნებრივი უნარების გამომუშავებას და კანის გამკვრივებას.
სიახლისა და ეფექტიანობის შესანარჩუნლად კაფსულირებული ფორმულა, ხანგრძლივი ჰიდრატაციის და ელასტიკური კანის გარანტიაა! ამ შრატის იდეალური მეწყვილეა ჰიდროშემავსებელი კრემი — Hyaluronic Acid + Peptides Ceramide Hydra-Plumping Water Cream, რომელიც ჰიალურონის მჟავას 5D-ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, ეფექტურად აკავებს ტენიანობას და ამავდროულად, ბარიერსაც აძლიერებს.
Elizabeth Arden-ის მოცემული 2 საშუალების სინერგია, კანს, მრავალგანზომილებიანი ჰიდრატაციით და სასარგებლო გამამკვრივებელი თვისებებით, შესამჩნევად აჯანსაღებს.
ბრენდის ათწლეულების ექსპერტიზითა და სილამაზის ჯილდოებით გამტკიცებული მოვლის ხაზი — Hyaluronic Acid + Peptides Ceramide, გაძლიერებული ჰიდრატაციით, გამამკვრივებელი და კანისთვის მედეგობის მიმნიჭებელი მოქმედებებით, დატენიანების ცნებას, მართლაც, ხელახლა განმარტავს.
- შემავსებელი ძალა: ოპტიმალური სიახლის შენარჩუნების მიზნით, კაფსულირებული ფორმით წარმოდგენილი ჰიალურონის მჟავას, პეპტიდების და კერამიდების შემცველი შრატი, კანს, ეფექტურად ავსებს, ატენიანებს და სიგლუვეს ანიჭებს
- აბრეშუმისებრი სტრუქტურა: თითოეულ კაფსულაში მოქცეული აბრეშუმივით მსუბუქი სტრუქტურის მქონე შრატი, კანში სწრაფად იწოვება, არბილებს, ანიჭებს სიგლუვეს და სიღრმისეულად ატენიანებს
- ყველა ტიპის კანისთვის: Elizabeth Arden-ის კერამიდის საკულტო ხაზის პროდუქტი, ყველა ტიპის კანისთვის რეკომენდებულია
- მარტივად მოსახმარი: უბრალოდ, დაატრიალეთ და მოახრახნეთ კაფსულის თავსახური, გადაინაწილეთ შრატის ყოველდღიური დოზა სუფთა სახეზე და ყელზე და ისიამოვნეთ სავსე, დატენიანებული კანით!
- მიზანმიმართული მოქმედება: სხვადასხვა მოლეკულური წონით წარმოდგენილი ჰიალურონის მჟავას, კერამიდების და პეპტიდების შემცველობით ფორმულირებული შრატი, კანს, სიღრმისეულად ატენიანებს, ბარიერს კი აძლიერებს
Dimethicone, Isododecane, C13-16 Isoalkane, Caprylic/Capric Triglyceride, Dimethicone/Vinyl Dimethicone Crosspolymer, Neopentyl Glycol Diheptanoate, Polysilicone-11, C12-15 Alkyl Benzoate, Ethylhexyl Palmitate, Echinacea Purpurea Extract, Alaria Esculenta Extract, Butylene Glycol, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, C18-36 Acid Glycol Ester, C18-36 Acid Triglyceride, Ceramide NP, Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Hydrogenated Castor Oil, Hydrolyzed Sodium Hyaluronate, Limnanthes Alba (Meadowfoam) Seed Oil, Macadamia Integrifolia Seed Oil, Moringa Oleifera Seed Oil, Palmitoyl Tetrapeptide-7, Palmitoyl Tripeptide-1, Pentylene Glycol, Phytosphingosine, Ricinus Communis (Castor) Seed Oil, Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract, Silica Dimethyl Silylate, Silica Silylate, Sodium Hyaluronate, Sorbitan Laurate, Squalane, Tocopheryl Acetate, Lactic Acid. B06462
წაისვით შრატი სუფთა კანზე, დილას და/ან საღამოს: დაატრიალეთ კაფსულის თავსახური და გადაინაწილეთ სახის და ყელის ზონებზე თითებით, ნაზად. განაგრძეთ მოვლა თქვენი რჩეული დამატენიანებლით.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.