მთავარიშოპისუნამო

HYADES

HYADES

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

არომატი Hyades იღბლის მომტანი ძლიერმოქმედი ამულეტის ძალას განასახიერებს და ფუჟერის აკორდების რევერბერაციებსა და სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ელემენტის — მაცოცხლებელი წყლის ცდუნებების გამოძახილში, ბედნიერების ცრემლებივით ლივლივებს.

მოცულობა:

Not Chosen

750.00 ₾
აღწერა

ჰიადე წყლის ღვთაებაა, ბერძნულ ტიტანთა მითოლოგიაში ასევე ცნობილი, როგორც „ღმერთების ცრემლის მცველი“. სწორედ ამ ცრემლებით დამზადებული ძვირფასი საჩუქარია Giardino Benessere-ს ზღვასავით ელეგანტურ და ღრმა, ელექტრული ლურჯი ფერის ფლაკონში მოქცეული არომატი — Hyades.

სურნელოვანი კომპოზიცია იშლება ბულგარული ლავანდის და რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის გაბედული, ინოვაციური ბალანსით გამოწვეული შიშხუნა სიგრილის აფეთქებით. გამხსნელ ნოტებს ვიეტნამური ანისულის ვარსკვლავისა და ბრაზილიური ანანასის სიტკბო ამდიდრებს.

კომპოზიციის რევოლუციური გახსნის შემდეგ, ხილისებრი და არომატული ნოტები, ასევე კონტრასტებით აღსავსე გულში მკვიდრდება, რაც სუნამოს უნიკალურ ხასიათს განაპირობებს. ყვავილოვანი ნოტები, მათ შორის — ეგვიპტური გერანიუმი (გერანიუმი: ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) და ვარდი, გამჭოლი დამაჯერებლობით ერწყმის იტალიის დოლომიტების მწვანე ვაშლისა და იამაიკური ჯანჯაფილის სიტკბოს.

საბაზისო ნოტებში, ფუჟერის აკორდებსა (ფუჟერის აკორდი: ძველებური სადალაქოს ნოსტალგიური არომატის გაცოცხლება; ლავანდას, მუხის ხავსის და მოლეკულური ნედლეულის — კუმარინის ნოტებით შექმნილი ღრმად არომატული, მწვანე ნოტები, როგორც ძველებური საპარსების ქაფის სურნელის ასოციაცია) და ეგზოტიკურ გამოძახილებს ფესვები გაუდგამთ ძვირფასი, ტკბილი ხეების სურნელში, სადაც წინა პლანზე გამოდიან ავსტრალიური სანდალის ხე (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და ლიბანური კედარი.

მერქნისებრ ნოტებს გულში იკრავს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯადოსნური ამულეტის — გაიანას ტონკას მარცვლების დახვეწილ სიტკბოსთან შერწყმული „სიყვარულის კავშირი“ ამბრისა (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და მუშკის აფროდიზიაკური შტრიხებით.

არომატი Hyades იღბლის მომტანი ძლიერმოქმედი ამულეტის ძალას განასახიერებს და ფუჟერის აკორდების რევერბერაციებსა და სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ელემენტის — მაცოცხლებელი წყლის ცდუნებების გამოძახილში, ბედნიერების ცრემლებივით ლივლივებს.

ზედა ნოტები: ბულგარული ლავანდა, ბერგამოტი რეჯო-კალაბრიიდან, ვიეტნამური ანისული და ბრაზილიური ანანასი

შუა ნოტები: ეგვიპტური გერანიუმი, ბულგარული ვარდის აბსოლუტი, მწვანე ვაშლი დოლომიტებიდან და იამაიკური კოჭა

საბაზისო ნოტები: ავსტრალიური სანდალოზის ხე, ლიბანური კედარი, ქარვა, მუშკი და გაიანური ტონკას მარცვლები

Alcohol Denat., Parfum, Coumarin, Limonene, Linalool, Citronellol, Citral, Geraniol

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.