მთავარიშოპისუნამო

HONOR

HONOR
HONOR

Parfum

სუნამო

Spirit of Kings-ის არომატი Honor კოლექცია The Justice Collection-ის შემადგენელია. The Justice Collection დღისა და ღამის მარადიული წონასწორობის, როგორც სამართლიანობის ურყევი ბუნების განსხეულებაა.

მოცულობა:

Not Chosen

1,038.00 ₾
აღწერა

Spirit of Kings-ის არომატი Honor კოლექცია The Justice Collection-ის შემადგენელია.

The Justice Collection დღისა და ღამის მარადიული წონასწორობის, როგორც სამართლიანობის ურყევი ბუნების განსხეულებაა.

ამ კოლექციის სუნამოს ფლაკონები მდიდრული ლურჯი ფერისაა — როგორც სიწმინდის, რაციონალურობის მეტაფორა.

Spirit of Kings-ის ხისებრი, პიკანტური, ყვავილოვანი ტიპის Honor მამაკაცისა და ქალის სუნამოა. მისი უნიკალური, ღრმა არომატი ღირსებას, პატივისცემას, ვაჟკაცობასა და სამეფო ოჯახის კეთილშობილურ ტრადიციებს განასახიერებს.

ზაფრანის და მიხაკის გამხსნელი ნოტები საპატიო წოდებასთან ასოცირებული სიმდიდრის და სიუხვის მეტაფორაა, განთქმული უდის, მათ შორის — კამბოჯური უდის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) აკორდები კი — მუდმივი პრესტიჟის და ღირსების მემკვიდრეობისა.

უდის საკმეველთან ურთიერთქმედება სურნელს სიღრმეს და ხანგრძლივი მოქმედების ეფექტს ანიჭებს. ამ ინგრედიენტთა ნაზავი, სამეფო კარის ტრადიციებში ფესვებგადგმულ, ღრმად პატივცემული წოდების მტკიცე პრესტიჟსა და მემკვიდრეობას მოგვაგონებს, თაობებს რომ გადაეცემა.

ზედა ნოტები: ბერგამოტი, ზაფრანა, მიხაკი

შუა ნოტები: ვარდი, ლეღვი, ხეობის შროშანი

ბაზა: ქარვა, საკმეველი, უდი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER),

CINNAMAL, CITRONELLOL, COUMARIN, EUGENOL, GERANIOL, LIMONENE, LINALOOL.

Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.

პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო

მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.

პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.

პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.

Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.

დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.