HIS MAJESTY THE OUD
Eau de Parfum
სუნამო
Atkinsons-ის His Majesty The Oud არაორდინალური, დახვეწილი არომატია; მეფის მსგავსად დამაჯერებელი და ქარიზმატული!
Not Chosen
წარმოიდგინეთ მდიდრული, მასკულინური, კვამლისებრი სურნელი: არა, არც ვისკის და სიგარის არომატს ვგულისხმობთ, არც — ძველი ჰოლივუდის „ვერცხლისფერი ეკრანის მომაჯადოებელ ლეგენდებს“. საუბარია Atkinsons-ის ინტენსიურ სუნამოზე — His Majesty The Oud, რომელიც ერაყის მეფის, ფეისალ პირველის მომხიბლავობის და მიმზიდველობის შთაგონებით შეიქმნა.
შეიძლება, იკითხოთ: „ვინ არის მეფე ფეისალი?“ — ის, ბრიტანელი ჯაშუშების, გერტრუდა ბელისა და ლოურენს არაბის ნდობით აღჭურვილი მოკავშირე გახლდათ; ამავდროულად, თამამი ელეგანტურობითა და შორსმჭვრეტელი ლიდერის უნარებით იყო განთქმული…
ლაპსანგ სუშონგის ჩაი, მიხაკის ნოტების ტკბილ, თამამ სურნელს ერწყმის; მუშკისებრი, მაცდური უდის და მდიდრული ტყავის ნახევარტონები კი იმ უნაგირის ასოციაციებს აღძრავს, რომლითაც, ფეისალი ცხენებს კაზმავდა და ეგვიპტის უდაბნოების ოქროს ქვიშებზე უშიშრად დააჭენებდა.
Atkinsons-ის His Majesty The Oud არაორდინალური, დახვეწილი არომატია; მეფის მსგავსად დამაჯერებელი და ქარიზმატული!
გამხსნელი ნოტი: ლაპსანგ სუშონგის ჩაი
გულის ნოტები: მიხაკის სახეობები, ღვიის ზეთი
საბაზისო ნოტები: ლაოსის უდი, საკმეველი, ტყავი
Once upon a time an intrepid young British gentleman and a bear (yes, a real live growly bear) left the wild, rugged climes of Northern England in search of fame, fortune and fabulousness among the glittering cosmopolitan streets of London.And The Year Was 1801
.jpg)