HESTIA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Hestià დახვეწილი ქმნილებაა, რომელიც თანასწორად იპყრობს როგორც მარტივი, ასევე — მდიდარი სულების წარმოსახვას და ყველას, ვინც მის სურნელს შეეჩეხება, მგრძნობიარე მოგზაურობაში მიუძღვის — ეგზოტიკური მხარეებისა და მისტიკური კულტურების აღმოსაჩენად.
Not Chosen
ტიტანების — კრონოსის და რეას ქალიშვილი — ჰესტია, შინაურ კერასთან ასოცირებული მაცდური ფიგურაა; განასახიერებს ჰარმონიას, სიმშვიდეს და სტუმართმოყვარეობას. მისი გაწონასწორებული, მშვიდი აურა კი შთაგონების მარადიული წყაროა.
სურნელოვანი კვალი, რომელსაც Giardino Benessere-ს არომატი — Hestià აფრქვევს, სწორედ ამ ქალღმერთის სულიერი მახასიათებლების — სინაზისა და უკვდავი სილამაზის გამოსხივებითაა შთაგონებული.
Hestià-ს ნოტები, გულთბილი დახვედრის და სიმშვიდის ასოციაციებს აღძრავს და ღვთაებრივ ატმოსფეროში გვამოგზაურებს; ეს არომატი, დღევანდელ აჩქარებულ სამყაროში, ჩვენს ყურადღებას ჰარმონიის, სტუმარ-მასპინძლობისა და სიმშვიდისკენ მიმართავს. ატარეთ Hestià და ღვთაებრიობის არსი, ჰაეროვან ელეგანტურობასთან ერთად, თქვენი თანმხლები გახდება!
არომატის სურნელი ნეპალის ილის თბილი, პიკანტური შეგებებით იშლება, რომელიც, შემდეგ, იდეალურად ერწყმის ომანის საკმეველს და იორდანიის მირონს.
სურნელის გულში, დამანგრეველი ძალის მსგავსად ამოიფრქვევა მალაიზიური ამირისი (ციტრუსის სახეობა). მასთან ერთად ვითარდება მალაბარის შავი პილპილის მკვეთრი ნოტები, ავსტრალიური სანდალის ხე (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) არყის ხე.
არომატის ბაზას მდიდრული, მდგრადი სურნელი წარმოგვიდგენს — მაცდური ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და თეთრი მუშკის ყოვლისმომცველი სინაზით. გვატემალური გუაია სურნელოვან ქმნილებას ღრმა, მერქნისებრ ელფერს ანიჭებს, ნუშის ბენზოინი (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) კი დელიკატურად ერწყმის კომპოზიციის ბაზას და სიტკბოსა და სითბოს მატებს.
Giardino Benessere-ს Hestià დახვეწილი ქმნილებაა, რომელიც თანასწორად იპყრობს როგორც მარტივი, ასევე — მდიდარი სულების წარმოსახვას და ყველას, ვინც მის სურნელს შეეჩეხება, მგრძნობიარე მოგზაურობაში მიუძღვის — ეგზოტიკური მხარეებისა და მისტიკური კულტურების აღმოსაჩენად.
ზედა ნოტები: ნეპალური კარდამონი, იტალიური ტყავი, ომანური საკმეველი და იორდანიული მირა.
შუა ნოტები: მალაიზიური ამირისი, მალაბარის შავი პილპილი, ავსტრალიური სანდალოზის ხე და რომანიის არყი.
საბაზისო ნოტები: ქარვისფერი ქარვა, თეთრი მუშკი, გვატემალური გუაიაკი და ნუშის ბენზოინი.
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Citral, Geraniol
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.