HEROD
Eau de Parfum
სუნამო
Parfums de Marly-ს Herod თბილი, ხისებრი არომატია, ვანილის და თამბაქოს გურმანული ნოტებით.
Not Chosen
Parfums de Marly-ს მრავალფეროვანი ნოტების ნაზავით შექმნილი არომატი Herod შებოლილი ვანილის სურნელს აფრქვევს.
სუნამო პიკანტური გამხსნელი ნოტებით — დარიჩინით და პილპილით იშლება, რათა შემდეგ მეტად ძლიერი გული — თამბაქოს ფოთლების, საკმეველის, საკმელას (იგივე კლდის ვარდი) და ოსმანტუსის სურნელი გამოავლინოს.
Herod-ის გამხსნელი და გულის მწარე ნოტები ვანილის წიპწების, მუშკის, პაჩულისა და მერქნების აკორდებშია გახვეული.
Herod რაფინირებული და გამორჩეული უნისექსური არომატია — გარდასულ დროთა ელეგანტურობის სურნელოვანი განსახიერება.
საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: შემოდგომა და ზამთარი, დახვეწილი სითბოს მოსანიჭებლად
გამხსნელი ნოტები: დარიჩინი, პილპილი
გულის ნოტები: თამბაქოს ფოთლები, საკმეველი, საკმელა (იგივე კლდის ვარდი), ოსმანტუსი
საბაზისო ნოტები: ვანილის წიპწები, მუშკი, მერქნოვანი აკორდი, პაჩული
საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: შემოდგომა და ზამთარი, დახვეწილი სითბოს მოსანიჭებლად
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Coumarin, Benzyl Benzoate, Linalool, Geraniol, Limonene, Cinnamal, Eugenol
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.