HERA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Hera — მეფური შეგრძნებების და ძალის ამსახველი ესენციაა, რომელიც მართლაც არაორდინალურ სურნელოვან გამოცდილებებს გვთავაზობს.
Not Chosen
ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ღვთაება — კრონუსის ქალიშვილი და ზევსის ცოლი — ჰერა, ნაყოფიერებისა და ოჯახის სიმბოლოა. თავდაპირველად, სწამდათ, რომ ჰერა ბუნების ერთ-ერთი უდიდესი პრეელინისტური ღვთაება იყო, როგორც ზეცისა და დედამიწის წმინდა ერთობის სიმბოლო. არომატი, რომელიც მისი შთაგონებით შეიქმნა, ოდას მიაგებს ქალღმერთის უსასრულო ძალასა და უკვდავ სილამაზეს: Giardino Benessere-ს სურნელოვანი ქმნილების — Hera-ს ყოველი ნოტი დროში გამოგზაურებთ და მითოლოგიური სამყაროს ეპიკურ მედიდურობასა და სიდიადეში ჩაგძირავთ.
Hera — მეფური შეგრძნებების და ძალის ამსახველი ესენციაა, რომელიც მართლაც არაორდინალურ სურნელოვან გამოცდილებებს გვთავაზობს.
Hera-ს სურნელი იშლება შუშხუნა, ციტრუსოვანი თაიგულით — სორენტოს ლიმონის, რეჯიო კალაბრიის ბერგამოტისა და ბრაზილიური ფორთოხლის ნოტებით და ბულგარული ვარდის ტკბილი მინიშნებით.
გამხსნელი ნოტები, იდუმალ, არომატულ სურნელოვან საწოლში იძირებიან: კომპოზიციის გულში, ნელ-ნელა, ატლასის კედარი, ტოსკანური ზამბახის ფესვები, ამბრი (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ინდური სამბაკის ჟასმინი და ილანგ ილანგის ალერსიანი სიტკბო იკვეთება.
სუნამოს კულმინაციას მყარი ბაზა წარმოადგენს, სინგაპურული პაჩულის, სიამის ბენზოინის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით), მუხის ხავსის, ავსტრალიური სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და ჰაიტის ვეტივერის ნოტებით, რომელთაც მაცდური და აფროდიზიაკური აკორდებით — მუშკით და მირონით განმტკიცებული მადაგასკარის ვანილის დამამშვიდებელი სურნელი არბილებს.
Giardino Benessere-ს Hera-ს ტარება, ღვთაებრივი ელეგანტურობით შემოსვის ტოლფასია!
ზედა ნოტები: სორენტოს ლიმონი, რეჯო-კალაბრიული ბერგამოტი, ბულგარული ვარდი, ბრაზილიური ფორთოხალი
შუა ნოტები: ატლასის კედარი, ტოსკანური ზამბახი, ქარვა, ინდური სამბაკის ჟასმინი, ილანგ-ილანგი
საბაზისო ნოტები: სინგაპურის პაჩული, მადაგასკარის ვანილი, მუშკი, ჰაიტური ვეტივერი, სიამის ბენზოინი, მუხის ხავსი, ავსტრალიური სანდალოზის ხე, მირონი
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Benzyl Salicylate, Alpha-Isomethyl Ionone, Geraniol, Citronellol, Hydroxycitronellal, Citral, Benzyl Benzoate, Amyl Cinnamal, Eugenol, Coumarin, Farnesol, Benzyl Alcohol, Benzyl Cinnamate
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.