HER MAJESTY THE OUD
Eau de Parfum
სუნამო
Atkinsons-ის არომატი — Her Majesty The Oud, მისი მამაცი სულისკვეთებისა და სიცოცხლის დაუოკებელი სიყვარულის გლამურული, დიდებულად ფემინური ზეიმია, ორმაგი ცხოვრების ამსახველი ცბიერი სურნელოვანი ფენებით.
Not Chosen
იმგზაურეთ დროში — 100 წლის წინ, არაბეთის მცხუნვარე უდაბნოში; შეეგებეთ ბრიტანელ თავგადასავლების მოყვარულს, არქეოლოგსა და ჯაშუშს — მის გერტრუდა ბელის!
…
უშიშარი სიმამაცითა და უზადო ელეგანტურობით დაჯილდოებული ქალბატონი, ჯაშუშობის და ინტრიგების სამყაროში ჩაფლული ტიპური „ინგლისელი ვარდი“ იყო. Atkinsons-ის არომატი — Her Majesty The Oud, მისი მამაცი სულისკვეთებისა და სიცოცხლის დაუოკებელი სიყვარულის გლამურული, დიდებულად ფემინური ზეიმია, ორმაგი ცხოვრების ამსახველი ცბიერი სურნელოვანი ფენებით.
ნაზი და ყვავილოვანი გამხსნელი ნოტები გზას უთმობენ ფოლადივით მტკიცე, პიკანტურ ზაფრანას, რომელსაც შეუმცდარი აღმოსავლური ნოტები — მუშკისებრი უდი და მწიკვი ვანილი მოჰყვება. თუმცა, ამ მათრობელა პარფიუმის გული, მის ბელივით ქალური და მომხიბლავი თურქული ვარდის ფაქიზი სურნელითაა აღსავსე.
გამხსნელი ნოტი: ოსმანტუსის ყვავილი, წითელი კენკრა
გულის ნოტები: თურქული ვარდი, ზაფრანა, ზამბახი
საბაზისო ნოტები: ასანის უდი, ვანილი, ტყავი
Once upon a time an intrepid young British gentleman and a bear (yes, a real live growly bear) left the wild, rugged climes of Northern England in search of fame, fortune and fabulousness among the glittering cosmopolitan streets of London.And The Year Was 1801