მთავარიშოპიBlooming Fragrances

HEART OF ROSE

HEART OF ROSE
HEART OF ROSE

Extrait de Parfum

Blooming Fragrances

REGALIEN-ის არომატი HEART OF ROSE თურქული ვარდის სურნელის სხვადასხვა ინტერპრეტაციას გვთავაზობს.

მოცულობა:

Not Chosen

630.00 ₾
აღწერა

HEART OF ROSE აღმოსავლური, ყვავილოვანი, პიკანტური, ხილისებრი და გურმანული არომატია, რომელიც თურქული ვარდის ინტერპრეტაციებით, ვარდის არაორდინალურ სურნელს გვთავაზობს.

HEART OF ROSE დღესდღეობით ყველაზე პოპულარული — ახალი ნესვის და ანანასის მხიარული ნოტებით იშლება.

გულის ნოტებს ვრცელი ყვავილოვანი თაიგული ქმნის, რომელთა ცენტრშიც თურქული ვარდის ნაირსახეობებია კონცენტრირებული.

მიუხედავად იმისა, სუნამო ჭარბად შეიცავს თუქრული ვარდის აბსოლუტს (პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით), სურნელოვანი კომპოზიცია საკმაოდ ნათელ ფორმას იძენს მადის აღმძვრელი საბაზისო ნოტებით —თეთრი შოკოლადით, ქარვით, მუშკით, ვეტივერით და პაჩულით.

მოემზადეთ: უნიკალური ვარდი HEART OF ROSE თქვენს კანს მრავალფეროვანი სურნელოვანი თამაშებით მოეფინება!


გამხსნელი ნოტები: ფორთოხალი, ანანასი, ნესვი

გულის ნოტები: შროშანი, მუსკატის კაკალი, ია, დარიჩინი, ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით), ქინძი, თურქული ვარდი

საბაზისო ნოტები: პაჩულის გული, თეთრი შოკოლადი, ქარვა, მუშკი, ვეტივერი.

Alcohol, Parfum, Aqua, Citronellol, Cinnamal, Citral, Coumarin, Eugenol, Alpha-Isomethyl Ionone, Geraniol, D-Limonene, Linalool

არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.

REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…

REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…

REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.