მთავარიშოპისუნამო

HAZZ

HAZZ
HAZZ

Extrait de Parfum

სუნამო

REGALIEN-ის არომატი HAZZ თბილი, ტკბილი და გრილი, გემრიელი ნოტების შეჯახებაში მიმალული საიდუმლოა. მდიდრულ, რომანტიკულ ბაზას ქმნის ეგვიპტური ჟასმინი ნარკოტიკული მოქმედებით.

მოცულობა:

Not Chosen

630.00 ₾
აღწერა

HAZZ-ის არომატი სურნელის უდაბნოს მსგავსია…

ციტრუსოვანი ნოტები და ძირტკბილა, ნაზ, ვანილისებრ კარამელთან ერთად, გურმანული არომატების მოყვარულთათვის, ამ სუნამოს შაქრის ბომბად აქცევენ.


გამხსნელი ნოტები: ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი

გულის ნოტები: მიმოზა, ტონკას მარცვლები, ძირტკბილა

საბაზისო ნოტები: კარამელი, პრალინი (მოხალული შაქრის, თხილის და ვანილის შიგთავსი ფრანგულ კონდიტერიაში), ვანილის მარცვლების აბსოლუტი (პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით), სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით)

Alcohol, Parfum, Aqua, D-Limonene, Linalool, Coumarin, Geraniol, Citral

არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.

REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…

REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…

REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.