HATIR
Extrait de Parfum
სუნამო
REGALIEN-ის HATIR მოულოდნელად გაფურჩქნილი გურმანული სუნამოა, რომელიც, დაგემოვნებისთანავე, დილის ტკბილი ნიავის ასოციაციას აღგიძრავთ და მყისიერ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
Not Chosen
HATIR-ის დაგემოვნებისას, პირველ ეტაპზე, თურქული ყავის ნოტს შეიგრძნობთ: ამბობენ, „ფინჯან ყავას ორმოცწლიანი მეხსიერება აქვსო“.
არომატის გულისა და ტკბილ საბაზისო ნოტებში თეთრი შოკოლადი, ქარვა, ვანილი და ვეტივერის გამაგრილებელი სურნელი იგრძნობა, ტონკას მარცვლებსა და ტყავის ნოტებთან ერთად.
გამხსნელი ნოტები: თურქული ყავა, გალბანუმი (ფერულას ფისი), ჯანჯაფილი
გულის ნოტები: ზამბახი, ვეტივერი, თეთრი შოკოლადი
საბაზისო ნოტები: კარამელი, ვანილი, ტონკას მარცვლები
Alcohol, Parfum, Aqua, Alpha Isomethyl Ionone, Benzyl Benzoate, Benzyl Cinnamate, Cinnamal, Cinnamyl Alcohol, Citral, Coumarin, Eugenol, , Geraniol, Limonene, Linalool,
არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.
REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…
REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…
REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.