HASHABIS
EAU DE PARFUM
სუნამო
Hashabis — ესაა სუნამოს წვეთებში მოქცეული სიზმრის სადარი მოგზაურობა უდარდელი მხიარულებისკენ…
Not Chosen
Giardino Benessere-ს მხიარული, უდარდელი სურნელოვანი ქმნილება — Hashabis („ჰაშაბი“), პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებით წარმოსახვაში დაიბადა და როგორც ახალგაზრდებს, ასევე, მარად ახალგაზრდული სულის მქონე პიროვნებებს მიეძღვნა. ცდუნების თამაში და თავქარიანი ხასიათი, სურნელოვან კომპოზიციაში, თავისუფლების სულს და სიყვარულს განასახიერებს.
Hashabis, დამოუკიდებლად გამოყენებისას, მათრობელა და პროვოკაციულია; Giardino Benessere-ს კოლექციის სხვა ესენციებთან — Sandalwood-სა და Myrrh-თან, Sandalwood-სა და Amber-თან, Aurelia-სთან ან Cotton Flower-თან შერწყმით კი — მაცდურ, მაჰიპნოზირებელ ხასიათს ავლენს: ყოველდღიურად, თქვენს ხელთ ათასობით შესაძლო კომბინაციაა, რათა უნიკალური, განუმეორებელი სურნელი მოირგოთ.
არომატის სურნელი თავხედური ელფერის მქონე მწვანე ფოთლების გრილი თაიგულით იშლება. იგრძნობა წითელ მოცხართან და დილის ცვარით დანამულ კანაფის ფოთლებთან კომბინირებული ჟოლოსა და მოცვის სიტკბო.
სუნამოს გულში დამარწმუნებელი, სიზმრის მსგავსი ნოტები იყრიან თავს — კანაფის ფოთლებისა და ყვავილებთან შეზავებული ღვიის კენკრის რეგენერაციული სიგრილე, ცერცვის მაჰიპნოზირებელ ძალასთან ერთად.
კომპოზიციის პროვოკაციულ გულს ძლიერი ბაზა უჭერს მხარს: საბაზისო ნოტებში დომინირებს კუბური კედარის ხის გამოძახილები და ტოსკანური ხავსი, რომლებიც ოსტატურადაა შერწყმული იამაიკურ პილპილსა და იდუმალ „ღამის ბალახთან“ (პასიფლორას, ვალერიანის, ესკოლზიას და კუნელის ნაზავი ძილის გასაუმჯობესებლად).
Hashabis — ესაა სუნამოს წვეთებში მოქცეული სიზმრის სადარი მოგზაურობა უდარდელი მხიარულებისკენ…
ზედა ნოტები: ჟოლო, მოცვი, წითელი მოცხარი, კანაფის ფოთოლი და ნამი
შუა ნოტები: კანაფის ფოთლები, კანაფის ყვავილები, ღვია და წიწაკის ფოთოლი
ძირითადი ნოტები: კედრის ხე, მუშკი, იამაიკური წიწაკა და ერბა დელა ნოტე
Alcohol Denat., Parfum, Aqua, Linalool, Limonene, Citral
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.