მთავარიშოპიBlooming Fragrances
HARMONY
Parfum
Blooming Fragrances
Spirit of Kings-ის არომატი Harmony კოლექცია The Compassion Collection-ის შემადგენელია. The Compassion Collection სიახლოვის, ერთმანეთის მწველი სანთლების სურნელოვანი ალეგორიაა. მისი იდეა ჩინური ანდაზიდან იღებს სათავეს: „სიბნელის გაკიცხვას სანთლის დანთება სჯო
Not Chosen
Spirit of Kings-ის არომატი Harmony კოლექცია The Compassion Collection-ის შემადგენელია. The Compassion Collection სიახლოვის, ერთმანეთის მწველი სანთლების სურნელოვანი ალეგორიაა. მისი იდეა ჩინური ანდაზიდან იღებს სათავეს: „სიბნელის გაკიცხვას სანთლის დანთება სჯობსო“.
ამ კოლექციის ფლაკონების ფერი წითელია — როგორც ემოციის, სენტიმენტალურობის სიმბოლო.
Spirit of Kings-ის ხილისებრი, ყვავილოვანი ტიპის Harmony მამაკაცისა და ქალის სუნამოა. ანანასის მძლავრი ენერგია ლიდერთა ერთობის სიმბოლოა. კომპოზიციის არომატულ ხასიათს ელეგანტურობის, სტაბილურობის და გამძლეობის თვისებებს მატებს ყვავილოვანი და ხისებრი ელემენტები.
Harmony-ს ნოტების სურნელოვანი ჰარმონია, მთლიანობაში, მეტაფორულ ოდას მიაგებს გაწონასწორებულ, ერთსულოვან ლიდერობას, რაც, თავის მხრივ, სამეფო კარზე ერთობას, ბარაქასა და კეთილდღეობას განაპირობებს.
ზედა ნოტები: ბერგამოტი, კასისი, პასიფლორა, ანანასი
შუა ნოტები: იის ფოთლები, ვარდი, ჰედიონი
ბაზა: კრისტალური ქარვა, სანდალოზის ხე, ქერა ხე, ვანილი, მუშკი, კრისტალური ხავსი
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER),
ALPHA-ISOMETHYL IONONE, BENZYL SALICYLATE, CITRAL, CITRONELLOL, COUMARIN,
HEXYL CINNAMAL, LIMONENE, LINALOOL.
Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.
პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო
მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.
პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.
პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.
Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.
დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.