HAMMAM
Extrait de Parfum
სუნამო
REGALIEN-ის არომატის — HAMMAM-ის წმინდა, ჰარმონიული სურნელი ლავანდით, ბერგამოტით და ვეტივერით გაჟღენთილ თეთრ საპონს მოგაგონებთ.
Not Chosen
წარმოიდგინეთ ჰამამის ატმოსფერო: თქვენი კანიდან ჩამონაბანი თბილი წყალი, არომატული ჰაერი და სასიამოვნო, მშვიდი სიცილის ხმა, რომელიც გუმბათამდე აღწევს…
HAMMAM სუფთა საპნის სურნელით მიღებული უტყუარი სიამოვნებაა — უნიკალური ესენციებითა მოკაზმული განბანის ყველაზე სრულყოფილი ფორმა. მისი არომატი, კანთან ყოველი შეხებისას, განწმენდის შეგრძნებას მოგანიჭებთ და ყოველ ჯერზე, ხელახლა შეგაყვარებთ თავს.
გამხსნელი ნოტები: თურქული თეთრი საპონი, ბერგამოტი, ოზონის ნოტები (რეპროდუქციული პარფიუმერული აკორდი ჰაერის, წყლის, გამაგრილებელი, მეტალის ნოტებით და ზღვიდან მონაბერი ბრიზის, სასიამოვნო ნიავში ნაზად მოფრიალე სუფთა სარეცხის ასოციაციებით, ქლორის ან ლითონის დახვეწილი ტონების კრისტალური აქცენტებით)
გულის ნოტები: ევკალიპტი, გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), ფორთოხლის ყვავილი, ლავანდა
საბაზისო ნოტები: კედარის ხე, ჰაიტის ვეტივერი, ორთქლის აკორდი
Alcohol, Parfum, Aqua, Citral, Citronellol, Geraniol, Limonene, Linalool
არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.
REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…
REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…
REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.