HAMARTIA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Hamartia-ს არომატი საუკეთესოდ ასახავს უსაზღვრო ვნებების გმირულ სულისკვეთებას; მგზნებარე, მწველ სიყვარულს, მგრძნობიარესა და მაცდურს. მისი მოქმედება კი სულს აფორიაქებს და მიპკურებისას, კანს აღტაცებას ანიჭებს.
Not Chosen
ტერმინ „ჰამარტიას“ ეტიმოლოგია ანტიკური ბერძნული ტრაგედიებიდან მომდინარეობს.
„ჰამარტანინი“ ბერძნულად შეცდომას ნიშნავს.
სხვადასხვა კულტურაში, საუკუნეების განმავლობაში, „ჰამარტანინი“, უმეტესწილად, უკიდურესად ღრმა ცოდვის გამომწვევ ტრაგიკულ შეცდომას აღნიშნავდა, თუმცა —ჰეროიკულ კონტექსტში: ამ შეცდომის მიზეზი, მიუღწეველი მიზანი, ვალდებულებისა თუ ბედისწერის წინააღმდეგ აჯანყება ან უფრო დიდი სიკეთისა თუ დაუძლეველი გრძნობისათვის თავდადება იყო.
„ჰამარტანინი“ განასახიერებს არჩევანის სიამაყეს მორალსა და ბედნიერებას შორის სასტიკ ბრძოლაში; ღირსეულად და გააზრებულად გაცნობიერებული დანაშაულის სიმბოლოს — ხანდახან, ღირს, რომ ვნებებს უკომპრომისოდ, სინდისის ქენჯნის გარეშე აჰყვე…
V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება Hamartia, მოგონებების აღმძვრელი ნოტებით, დაუოკებელი ვნების მღელვარებაში განცდილ ზეციურ კონფლიქტს გადმოგვცემს — იმ პიროვნებათა გულის გამოძახილს, ვინც იციან, როგორ გადადგან გაბედული ნაბიჯები სიკეთეს და ბოროტებას მიღმა.
არომატის სურნელი დამაჯერებელი, ტკბილი, მოსიყვარულე და გულუხვი თაიგულით იშლება: იტალიური შავი შოკოლადის ძალა პერუს ყავის მარცვლებთან წყვილდება, მათ ნოტებს კი სპეციების ენერგია — შუშხუნა კალაბრიული ბერგამოტით ხაზგასმული აფრიკული ილი და ინდური ქინძი უპირისპირდება.
ძლიერი და გადამწყვეტი გამხსნელი ნოტები, არანაკლებ ხელგაშლილ და მდიდრულ გულში განისვენებენ, სადაც, პირველ ეტაპზე, მადაგასკარული ბურბონის ვანილის ნაყოფთან შერწყმული თურქული კარამელი აღმოცენდება. მათ სურნელს, სინგაპურული პაჩულის თამამი ნოტები და ტიბეტური ოსმანტუსისა და ტოსკანური ხეობის შროშანის მტკიცე ხასიათი გამოკვეთს.
არომატის ძლიერი, მფეთქავი ბაზა, მთლიან კომპოზიციას წარმოუდგენელ მდგრადობას ანიჭებს: საბაზისო ნოტებს შორის, მყისიერად შეიგრძნობა ბრაზილიური ტონკას მარცვლების და ჰაიტის ვეტივერის ტორფირებული ნახევარტონები, რომლებიც სრულყოფილ ალიანსს წარმოქმნიან მუშკის მდუმარე არომატსა და კუბური კედარის, ინდური აგარის ხის (აგარის ხე/უდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) და რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) არყის ხის ძვირფასი მერქნების სურნელთან.
Hamartia-ს არომატი საუკეთესოდ ასახავს უსაზღვრო ვნებების გმირულ სულისკვეთებას; მგზნებარე, მწველ სიყვარულს, მგრძნობიარესა და მაცდურს. მისი მოქმედება კი სულს აფორიაქებს და მიპკურებისას, კანს აღტაცებას ანიჭებს.
ეს სუნამო იმ გაბედულ ადამიანებს ეძღვნებათ, სინანულისა და აკრძალვების გარეშე რომ დაადგებიან აბსოლუტური სიამოვნებებისკენ ეპიკური მოგზაურობის გზას
ზედა ნოტები: იტალიური შავი შოკოლადი, პერუს ყავის მარცვლები, აფრიკული კარდამონი, ინდური ქინძი და რეჯო-კალაბრიული ბერგამოტი.
შუა ნოტები: თურქული კარამელი, მადაგასკარის ვანილის ყვავილები, სინგაპურის პაჩული, ტიბეტური ოსმანთუსი, ტოსკანური შროშანი.
საბაზისო ნოტები: ბრაზილიური ტონკას მარცვლები, ჰაიტური ვეტივერი, კუბური კედარი, ინდური აგარის ხე, რომანიის არყი და მუშკი.
Alcohol Denat., Parfum, Linalool, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Hexyl Cinnamal, Hydroxycitronellal, Geraniol, Citral, Citronellol, Farnesol
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია