მთავარიშოპისუნამო

HALTANE

HALTANE
HALTANE

Eau de Parfum

სუნამო

Haltane ჭეშმარიტად არომატული პრივილეგიაა, რომლით სარგებლობაც შეგრძნებებზეა დამოკიდებული.

მოცულობა:

Not Chosen

1,346.00 ₾
აღწერა

„თანამედროვე ჯენტლმენთა სურნელი — Haltane, მე-18 საუკუნის შატო დე მარლიში შეკრებილი არისტოკრატი მამაკაცების შთაგონებით შეიქმნა,“ — ჟულიენ სპრეშერი, Parfums de Marly-ს დამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი.

Haltane-ის ორიგინალური ხასიათი, როგორც ნათელ, ასევე — ჩრდილოვან ასპექტებს მოიცავს. ესაა მე-18 საუკუნის ფრანგული პარფიუმერიის მეთოდების გაცოცხლებით შედგენილი არომატული კომპოზიცია უიშვიათესი, კეთილშობილური ინგრედიენტების ნაზავით.

შუშხუნა, გამაგრილებელი ეფექტი და მცენარეული გამხსნელი ნოტები მალევე გარდაიქმნება ტყავის და ძვირფასი ხეების სიმფონიის თბილ, გლუვ შეგრძნებაში.

პრალინის აკორდის (მოხალული შაქრის, თხილის და ვანილის შიგთავსი ფრანგულ კონდიტერიაში) თანმხლები ზაფრანის ნაზი, ტკბილი შეგრძნება ულტრათანამედროვე ასპექტს ანიჭებს უდის ხის (ხის, ქარვის — ხის ფისის აღმოსავლური სურნელის აკორდები) სურნელის მითიურ ხასიათს.

არომატთა კონტრასტების ვუალში აგარის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ვლინდება და კანს, გახანგრძლივებული კომფორტისთვის, მანათობელ დახვეწილობას ანიჭებს.

Haltane ჭეშმარიტად არომატული პრივილეგიაა, რომლით სარგებლობაც, შეგრძნებებზეა დამოკიდებული.

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: მთელი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე.

გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, ლავანდა, წითელი („კლარი“) სალბი

გულის ნოტები: ზაფრანა, კედარვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული მშრალი, ნაზი მერქნოვანი სურნელით და ტყავის ნიუანსებით, მოგვაგონებს ფანქრის და ახლადდაბეჭდილი გაზეთების არომატს), პრალინი (მოხალული შაქრის, თხილის და ვანილის შიგთავსი ფრანგულ კონდიტერიაში), უდის ხე (ხის, ქარვის — ხის ფისის აღმოსავლური სურნელის აკორდები)

საბაზისო ნოტები: პაჩული, ვეტივერი, მუშკი, ტყავი, ბუნებრივი აგარის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით)

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Limonene, Linalool, Benzyl Salicylate, Coumarin, Alpha-isomethyl Ionone, Eugenol, Citronellol, Citral, Geraniol

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.