HALFETI
Eau de Parfum
სუნამო
Halfeti — ეს სიყვარულია ; იდუმალი, მძაფრი სურნელი ვარდის, გრეიფრუტის და სპეციების არომატით.
Not Chosen
Halfeti — ეს სიყვარულია (ჰალფეტი — პატარა სოფელი თურქეთში, სადაც შავი ვარდი ხარობს); იდუმალი, მძაფრი სურნელი ვარდის, გრეიფრუტის და სპეციების არომატით.
მათრობელა, მისტიკური სუნამო: მთვარის შუქზე, ერთმანეთში გადახლართულან ენერგიული გრეიფრუტი, ლევანტის სპეციები და ვარდი.
მაგრამ, ის რაღაა, მდინარის პირას? იქნებ, მითიური შავი ვარდია?
PENHALIGON'S-ის Halfeti ღრმა, მდიდრული და დამატყვევებელი არომატია. ხილის და სპეციების ნაზავი კრემოვან ჟასმინსა და იდუმალ ვარდთან, სუნამოს უნივერსალურ ხასიათს განაპირობებს: Halfeti იდეალურია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე — ქალებისთვის.
გამხსნელი ნოტი: უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით)
გულის ნოტი: ბერგამოტი
საბაზისო ნოტი: ვარდი
არომატული სახლი — Penhaligon’s ინგლისური მხატვრული პარფიუმერიის სიმბოლოა. 1870 წელს, უილიამ ჰენრი პენჰალიგონმა ლონდონში პატარა სადალაქო დააარსა, რომელმაც, სულ მალე, საზოგადოების, განსაკუთრებით — არისტოკრატების დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხმარებლებს შორის სამეფო კარის წარმომადგენლებიც კი იყვნენ.