NOBILITY
Hair Mist
სუნამო
Not Chosen
Spirit of Kings-ის არომატი Nobility კოლექცია The Justice Collection-ის შემადგენელია.
The Justice Collection დღისა და ღამის მარადიული წონასწორობის, როგორც სამართლიანობის ურყევი ბუნების განსხეულებაა.
ამ კოლექციის სუნამოს ფლაკონები მდიდრული ლურჯი ფერისაა — როგორც სიწმინდის, რაციონალურობის მეტაფორა.
…
Spirit of Kings-ის მერქნოვან-პიკანტურ-ყვავილოვანი ტიპის Nobility მამაკაცისა და ქალის სუნამოა — არისტოკრატული ყოფის არომატული სიმბოლო და გრაციის, დახვეწილობის და ღირსეული ლიდერობის განსახიერება.
ანანასის სიტკბოსა და ლავანდის ელეგანტურობის ჰარმონიული ნაზავი, სამეფო კარზე მოღვაწე პიროვნებების კულტურული, რაფინირებული მანერების განსხეულებაა, სპეციები კი — სამეფოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ამ პიროვნებათა მიმართ გამოხატული უდიდესი პატივისცემის, რევერანსის სიმბოლო.
გამხსნელი ნოტები:
ანანასი, ქლიავი, ლავანდა, ილი, ანისულის ვარსკვლავი, ზაფრანა
გულის ნოტები:
ჰელიოტროპი, ვარდი, უკვდავა, წყლის აკორდი
საბაზისო ნოტები:
სანდალის ხე, პაჩული, ვანილი, ნაძვი, მუშკი, ამბრი
Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.
პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო
მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.
პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.
პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.
Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.
დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.