მთავარიშოპისუნამო

HÆC DIES

HÆC DIES

Parfum

სუნამო

HÆC DIES, FILIPPO SORCINELLI-ს პარფიუმერული კოლექცია „მოგზაურობის დელირიუმის“ შედარებით ახალი არომატია, რომლის წარდგენა კათოლიკური აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა.

მოცულობა:

Not Chosen

900.00 ₾
აღწერა

როგორც ჩანს, დასასრულია ამოტვიფრული.

თითქოს, ყველაფერი სწრაფად მოხდა.

მჯიღის ცემა და ყველას დაგმობა,

სწრაფად გავარდა და გაილია წიგნის მორიგი თავი,

რადგან შაბათი ახლოვდებოდა.

თუმცა, შიში და განცვიფრება რაღაც მოულოდნელს გადმოსცემენ,

ძვირფასი ბოთლი ათას ნამსხვრევად იქცევა,

სურნელი თავისუფლდება და სიჩუმეში საუბარს იწყებს.

თუმცა, ვიცოდით,

რომ სიკვდილი ბოლო სიტყვა არაა.

გაგორდა ქვა და მასთან ერთად,

ჩემი ცხოვრებაც, ყოველდღიურად, თავდაყირა დგება;

ჩემს ქვიშიან კანს ნელსაცხებლად ედება

და ტილოზე ჩემი არასრულყოფილების კვალს დამამჩნევინებს.

აწმყოში უფუნქციო ნელსაცხებელი ცარიელ სივრცეს ჩარჩოდ ეკვრის.

მდიდრული.

ესაა საოცრება.

ამ დღეს.

HÆC DIES, FILIPPO SORCINELLI-ს პარფიუმერული კოლექცია „მოგზაურობის დელირიუმის“ შედარებით ახალი არომატია, რომლის წარდგენა კათოლიკური აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა.

პარფიუმერმა ფილიპო სორჩინელიმ, მარკოზის სახარებიდან, მნიშვნელოვანი ბიბლიური მომენტების სურნელოვანი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა: სუნამოს ფაბულა, ქრისტეს საფლავიდან გადაგორებული ქვის ხილვისას, გაოცებული და შეშინებული ქალების ემოციაა.

ამ ღვთაებრივი მომენტის იდეალურად ასაღწერად, პარფიუმერმა უძვირფასესი ნედლეულები — ალოესა და მირონის ბაზაზე დამზადებული ეთერზეთები გამოიყენა, როგორც იესოს ცხედრის ნელსაცხებლის სიმბოლო:

წმინდა დედებს ხელიდან უვარდებათ ნელსაცხებლის ჭურჭელი გადაგორებული ქვის და მიწაზე მიგდებული თეთრი სუდარის დანახვისას.

აალებულ თეთრ სამოსში გახვეული ახალგაზრდა კაცის გამოსახულება…

სუნამოს ყუთს ოთხი ფრთა აქვს, მისი გახსნა კი ერთგვარი რიტუალიცაა: ყუთში ქვიშას და მტვერს აღმოაჩენთ, როგორც ნაბიჯების, გზის, ადგილის მეტაფორას; ფლაკონის თავსახური კი — ქრისტეს საფლავის ქვის ფორმას იმეორებს. ყუთში, ასევე, სუნამოს სახელწოდებით, თეთრი ტილოს ვუალია მოთავსებული — იგივე ქსოვილი აკრავს სუნამოს გარე შეფუთვასაც.

კომპოზიციის ჰარმონიული ევოლუცია:

მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: ვანილი, სანდალის ხე, პაჩული, ქარვა, მუშკი.

მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: კედარის ხე, ატმის ნოტები, ვარდი, მირონი.

შლეიფი: ალოე ვერა, ბერგამოტი, ფორთოხალი, ჟასმინი.

SUBJECT: Vanilla, Sandalwood, Patchouli, Amber, Musc

COUNTER SUBJECT: Cedar Wood, Peach Note, Rose, Myrrh

TAIL: Aloe Vera, Bergamot, Orange, Jasmine

იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.

13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.

2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.

პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.

დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.