HADES
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
ეს სუნამო ბნელ, იდუმალ მომხიბლავობას ეძღვნება, დომინანტური არსით, ყველასთან შეხებისას აურზაურს რომ იწვევს.
Not Chosen
ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსის და პოსეიდონის უფროსი ძმა — ჰადესი, ქვესკნელის და გარდაცვლილთა სამეფოს მბრძანებელია: სწორედ ამ ბნელი, იდუმალი ფიგურის სამფლობელოში მიჰყავთ სულები დედამიწიდან, სიკვდილის შემდეგ.
ჰადესმა გაიტაცა და ცოლად შეირთო პერსეფონე, ნაყოფიერების ქალღმერთ დემეტრას (და ზევსის) ასული. ეს ამბავი, ჰადესის და პერსეფონეს მითის ფუნდამენტურ ფრაგმენტს წარმომადგენს და წელიწადის დროებს უკავშირდება: პერსეფონეს დედასთან განშორებისას და ჰადესის ქვესკნელში ჩასვლისას, ზამთარი დგება, დემეტრასთან დაბრუნება კი — გაზაფხულის დაბრუნების მაუწყებელია.
Giardino Benessere-ს უნიკალური ესენციის — Hadès-ის სურნელი ბნელეთის სიღრმეებში ყალიბდება და მისტიკურ ძალასა და უკვდავ ცდუნებას აცოცხლებს; სრული სიღრმისეული სილამაზით, სინათლეს უპირისპირდება და წყვდიადს იკრავს გულში…
სურნელოვანი კომპოზიცია მურტის (მურტი: მარადმწვანე მცენარე) გამამხნევებელი სიგრილით იშლება და სიცილიური ნეროლის (ნეროლი: მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით), გრეიფრუტის და პერუს ყავის ნოტებს ერწყმის, მადაგასკარული ვანილის განმაიარაღებელი სიტკბოს წინააღმდეგ.
შუშხუნა გამხსნელი ნოტები სუნამოს ღრმა, იდუმალ გულში მყარდებიან, სადაც ცერვიას მარილი კომბინირებულია ატლასის კედარსა და ქონდრის არომატულ სიტკბოსთან. ამ მაცდურ ცეკვას, ბოლო სტადიაში, ეგვიპტური გერანიუმი (გერანიუმი: ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) და ბულგარული ვარდი უერთდებიან და გრძნობათა დამატყვევებელ სიმფონიას წარმოქმნიან.
არომატის ბაზა, მუშკის და ლიბანური კედარის ხის ნოტების დამსახურებით, მკვეთრად მერქნოვანია. თურქული კარამელის და მუხის ხავსის ჩახუტებაში მოქცეული კუნძულ სუმატრას ბენზოინი (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) და სინგაპურული პაჩული კი სურნელოვან კომპოზიციას ყოვლისმომცველ მგრძნობიარობას მატებენ.
ეს სუნამო ბნელ, იდუმალ მომხიბლავობას ეძღვნება, დომინანტური არსით, ყველასთან შეხებისას აურზაურს რომ იწვევს.
ზედა ნოტები: მირტი, ზღვის წყალმცენარეები, გრეიფრუტი, პერუს ყავა, სიცილიური ნეროლი, მადაგასკარის ვანილი
შუა ნოტები: ცერვიას მარილი, ატლასის კედარი, თიამი, ეგვიპტური გერანიუმი, ბულგარული ვარდი
საბაზისო ნოტები: მუშკი, ლიბანური კედარი, სუმატრის ბენზოინი, სინგაპურის პაჩული, თურქული კარამელი, მუხის ხავსი
Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Coumarin, Hexyl Cinnamal, Citronellol, Geraniol, Linalool, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Benzoate, Citral, Benzyl Alcohol, Eugenol, Benzyl Cinnamate, Farnesol, Anise Alcohol
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.