HADAR
Eau de Parfum
სუნამო
Not Chosen
Spirit of Kings-ის Hadar, ბრენდის პირველი კოლექციის, Gold Collection-ის წევრია, რომლის შემადგენელი 12 ძვირფასი სუნამოც, ანტიკური არაბული ასტრონომიული ცოდნის შთაგონებით, ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების ძველებურ (არაბულ) სახელებს ატარებს. მოცემული სუნამოების ერთობა კი, სამეფო სულის მქონე ადამიანთა ოცნებებში განფენილ წარმოსახვებში და განუხორციელებელ პოტენციალში მიმალული იდუმალი ზეციური საზღვრების სიმბოლოდ გვევლინება.
არომატის სახელწოდება დასახლების აღმნიშვნელი არაბული სიტყვა „ჰადარიდან“ მომდინარეობს: სწორედ ასე უწოდეს მუსლიმმა ასტრონომებმა საუკუნეების წინ ბეტა კენტავრის ვარსკვლავურ სისტემას.
სუნამოს ოქროსფერ ფლაკონს, სამკუნრალო ქვებს შორის უპრეცედენტო, მანათობელი ვარდისფერი ოპალი აგვირგვინებს, როგორც დადებითი განწყობის, თავდაჯერებისა და ემოციური სიმშვიდის სიმბოლო.
…
გარდასულ დროში, უხვი მოსავლითა და გრძელი მდინარეებით განთქმულ ერთ პატარა სამეფოს, ბრძენი მონარქი მართავდა. მის სამფლობელოს გარს დიდებული მთები აკრავდა და გარეშე მტრებისგან იცავდა. მეფის სამართლიანი კანონებით სრულყოფილი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებით, იქაურ მოსახლეობას აყვავებული, ბარაქით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა.
ერთ დღეს, სენატორთა შეშფოთებულმა ჯგუფმა მონარქს საზარელი ამბავი ამცნო: მეზობელ მიწებს კალიების ჯარი მოსდებოდა და სულ რაღაც, ერთ კვირაში, შემოსევა მათთანაც გარდაუვალი იყო. სენატორები მიიჩნევდნენ, რომ საჭირო იყო, მოსახლეობისთვის საგანგაშო გზავნილი მიეწოდებინათ, რათა სასწრაფოდ აეღოთ მოსავალი, სანამ კალიები მათ მიწებს საბოლოოდ არ გაანადგურებდნენ.
გამხსნელი ნოტები:
ლიმონი, წყლის ნოტები
გულის ნოტები:
ვარდი, შაქარი, ვანილი, მუშკი
საბაზისო ნოტები:
ვანილი, შაქარი, თეთრი (იგივე სინთეტიკური) მუშკი, კედარი
Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.
პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო
მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.
პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.
პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.
Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.
დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.